ავტორი:

3801 ახალი შემთხვევა და 3200 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის მაჩვენებლები ბოლო 24 საათში

3801 ახალი შემთხვევა და 3200 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის მაჩვენებლები ბოლო 24 საათში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1124 გარდაცვალების შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 3200 პაციენტი, სულ კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.

ხმაური პარლამენტთან - სამოქალაქო ატივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა

აღმოსავლეთ საქართველოში 6-7 დეკემბერს ითოვებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი