ავტორი:

ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია

ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია

ხველა მუდმივი თანმხლებია მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის დროს, რატომ ვითარდება ხველა და როგორ ვუმკურნალოთ მას ?

კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის პრეზიდენტი, ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში.

ბატონო კახა, რა არის რესპირაციული ვირუსული ინფექცია ?

მწვავე რესპირაციული დაავადებები არის სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ერთობლიობა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ბაქტერიით ან ვირუსით ინფიცირების შედეგად.

ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ 200-ზე მეტი პათოგენი, რომელიც იწვევს სხვადასხვა ვირუსულ ინფექციას.

რა სიმპტომები ახასიათებს რესპირაციულ ვირუსულ ინფექციას?

ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული ინფექციისთვის სიმპტომოკომპლექსი დაახლოებით მსგავსია : ეს არის ხველება, ცემინება, ყელის ტკივილი, თვალებიდან ცრემლის დენა, სახსრებში ტკივილი, დისკომფორტი, ტემპერატურის მატება. ამ ჩივილებიდან ცალკე გამოიყოფა ხველა. ხველა შედის 10 ყველაზე მეტად დამაუძლურებელ სიმპტომს შორის

ხველა შეიძლება სხვადასხვა ხანგრძლივობით მიმდინარეობდეს: როდესაც პაციენტი ახველებს დაახლოებით 4 კვირა, ასეთ ხველას მწვავეს უწოდებენ, 4 კვირიდან 8 კვირამდე ხველა ითვლება ქვემწვავედ, ხოლო ხველა, რომელიც გრძელდება 8 კვირაზე მეტ ხანს ქრონიკულია

როგორი ხველა ახასიათებს მწვავე რესპირაციულ დაავადებებს?

მწვავე რესპირაციული დაავადების საწყის ეტაპზე უფრო ხშირად მშრალი ხველა ვითარდება, შემდეგ ის გადადის შერეული ტიპის ხველაში და ბოლოს სველი, ანუ პროდუქტიული ხველა ყალიბდება.

თუ ხველას არ მოჰყვა სასუნთქი გზების ნახველისგან გათავისუფლება, ის შეიძლება ნოყიერი ნიადაგი გახდეს პათოგენური მიკრობების გამრავლებისთვის და დაავადება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. სწორედ ამიტომ, ამოხველების პროცესის ხელშეწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

როგორია ხველის მკურნალობა ?

ხველა ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის თვითმკურნალობა შესაძლებელია. თუმცა, თუ ხველას თან ახლავს : მაღალი სიცხე, სუნთქვის გაძნელება, ჩირქოვანი ჭარბი რაოდენობის ნახველი, სისხლიანი ნახველი და სხვა სიმპტომები, პაციენტმა აუცილებელია მიმართოს ექიმს.

პროდუქტიული ხველის დროს ძირითადად ვიყენებთ ნახველის გამათხიერებელ და ამოსახველებელ საშუალებებს. მკურნალობის მიზანი ამ დროს არის ლორწოს გათხელება და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფა.

პროდუქტიული ხველის დროს მთელს მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება აცც (აცეტილცისტეინი)- ამოსახველებელი საშუალება ანთებისსაწიააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებით.

აცეტილცისტეინი ახდენს ბლანტი, ძნელად მოსაცილებელი ნახველის გათხელებას. ასევე აადვილებს ამოხველების პროცესს, რაც პაციენტისთვის თვალსაჩინოა მკურნალობის დაწყებიდან პირველივე დღეებში. აცეტილცისტეინი დღესდღეობით ითვლება ეფექტურ, გამოცდილ და საიმედოდ საშუალებად. აცეტილცისტეინი ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი აცც-ს სახელწოდებით. აცც ნაჩვენებია სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს გასქელებული და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა: ბრონქიტი (მწვავე, ქრონიკული და ობსტრუქციული), ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზია, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპი, ასევე მუკოვისციდოზი და სინუსიტები

რა თვისებები ახასიათებს აცეტილცისტეინს (აცც)?

  • ნახველის გათხელება
  • ამოხველების ხელშეწყობა
  • ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება

აღსანიშნავია აცც-ს მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისება, ეს არის სასუნთქი გზების უჯრედების დაცვა თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. პაციენტთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის შექმნილია აცც-ს შესაბამისი ფორმები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოშიც.

მოზრდილებში ყველაზე ხშირად ვიყენებთ აცც ექსტრას, ასევე საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია აცც-ს ახალი ფორმა - აცც აქტივის სახელწოდებით. აცც აქტივი გახლავთ ინოვაცია ხველის მკურნალობაში, ვინაიდან ის არ საჭიროებს წყლის დაყოლებას ან წყალში გახსნას. აცც აქტივის ფხვნილი ადვილად იხსნება პირის ღრუში, იწვევს ნერწყვის გამოყოფას და შედეგად ადვილია მისი გადაყლაპვა. აცც აქტივის ერთი პაკეტის შემცველობას იყრიან უშუალოდ ენაზე და ყლაპავენ სითხის დაყოლების გარეშე. მიღების ეს ფორმა მოსახერხებელია ყველა პაციენტისთვის, განსაკუთრებით კი აქტიური რეჟიმის მქონე პირებისთვის და პაციენტებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ ყლაპვის რეფლექსი.

რა ხანგრძლივობით ინიშნება აცც ?

ხანმოკლე რესპირატორული დაავადებების დროს აცც-ს მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. ქრონიკული დაავდებების დროს კი აცც-ს გამოყენება შესაძლებელია 6 თვემდეც გახანგრძლივდეს.

თუ მდგომარეობა გაუარესდება, ან არ გაუმჯობესდება 4-5 დღის შემდეგ, აუცილებელია პაციენტმა დამატებითი კონსულტაცია გაიაროს ექიმთან.

როგორია რესპირაციული ვირუსული დაავადების პროფილაქტიკა ?

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჩამონათვალი საკმაოდ მწირია და მათი ეფექტიც არ არის მაღალი. ამიტომ, გრიპისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად პრევენცია ითვლება. შეგახსენებთ პრევენციისათვის საყოველთაოდ ცნობილ, მარტივი წესებს : მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

  • ატარეთ პირბადე
  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • იკვებეთ ჯანსაღად
  • დაკავდით სპორტით

R