ავტორი:

"დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს და სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმიტომ, რომ დაჩიპონ" - პაატა იმნაძე

"დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს და სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმიტომ, რომ დაჩიპონ" - პაატა იმნაძე

„მთავარი ის არის, რომ დღესაც ნახავთ თქვენ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს, არ სჯერა, რომ ეს არის პრობლემა და სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმიტომ, რომ დაჩიპონ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რა არის კორონავირუსთან ბრძოლის ის მთავარი ხარვეზი, რაც ამ დრომდე ვერ აღმოიფხვრა.

იმნაძის თქმით, ასევე არის კომუნიკაციის პრობლემა.

„ფაქტი სახეზეა, გადახედეთ სოციალურ ქსელებს. ჩემზე მეტი დრო გაქვთ ალბათ, რომ სოციალური ქსელი ნახოთ. რომ მიმზადებს ხოლმე ჩვენი პრესსამსახური, ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, არ მეგონა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში კიდევ შეიძლებოდა ასე ეფიქრათ. ჩვენს ვებგვერდზე იდება ხოლმე, შეხედეთ როგორ მიდის კორონას შემთხვევები. გაზაფხულზე რომ ვადარდებდი ხოლმე ჯომოლუნგმას. აი, ახლა, ჯომოლუნგმაზე ავდივართ“, - განაცხადა იმნაძემ.

ქუთაისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს უკვე მეორედ, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

"ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი