ავტორი:

"ყველაზე "ფხიზელი" შობა და ახალი წელი შეკრების, ჩახუტების და კოცნის გარეშე" - როგორ ემზადება ევროპა პანდემიის დროს დღესასწაულებისთვის

"ყველაზე "ფხიზელი" შობა და ახალი წელი შეკრების, ჩახუტების და კოცნის გარეშე" - როგორ ემზადება ევროპა პანდემიის დროს დღესასწაულებისთვის

მალე შობა და ახალი წელი დადგება და წელს პირველად, დღესასწაულებს პანდემიისა და შესაბამისად, სხვადასხვა სახის შეზღუდვების ფონზე შევხვდებით. მიუხედავად ურთულესი 2020 წლისა, ადამიანები იმედით უყურებენ 2021-ს და მსოფლიოში საშობაო და საახალწლო სამზადისი დაწყებულია. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მორთეს სადღესასწაულოდ ქუჩები, თუმცა როგორც მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, ეს მორთულობები ახლა ყველაზე სევდიანი სანახავია, რადგანაც კომენდანტის საათის გამო ქუჩები ადამიანების გარეშეა დარჩენილი.

სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, დღესასწაულებისთვის წესები შედარებით შემსუბუქდება. ვნახოთ, როგორ ემზადება ევროპა შობისა და ახალი წლისთვის.

  • იტალია - არანაირი საშობაო ბაზრობები

იტალიაში ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით ახალი შემთხვევა ვლინდება. ამ ეტაპზე იტალიის მრავალი რეგიონი ნაწილობრივ ჩაკეტილია და მათ შორის მოგზაურობა შეზღუდულია. ოფიციალური მონაცემებით, ეს წესები 3 დეკემბრამდე მოქმედებს და შესაძლოა, 3 დეკემბრის შემდეგ ზოგიერთი აკრძალვა შემსუბუქდეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ განიხილავენ თუ რომელი შეზღუდვა დატოვონ და რომელი - არა. თუმცა უკვე გასცეს რეკომენდაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი შეიკრიბოს. აღსანიშნავია, რომ ყველასთვის საყვარელი იტალიური საშობაო ბაზრობა უკვე აიკრძალა.

"ეს იქნება ყველზე "ფხიზელი“ შობა, საშობაო შეკრებების, ჩახუტებებისა და კოცნის გარეშე. ვფიქრობთ, საჭიროა უფრო მეტი სიფრთხილის ზომების მიღება იმისთვის, რომ ინფიცირების ახალი ტალღა თავიდან ავირიდოთ“, - ამბობს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე.

  • საფრანგეთი საშობაოდ შეზღუდვებს შეამსუბუქებს

საფრანგეთში უკვე კვირებია საგანგებო მდგომარეობაა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით კი, 28 ნოემბრიდან შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ "ლოკდაუნის“ მთავარი წესები 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდება.

საფრანგეთში საშობაოდ გაიხსნება მაღაზიები, კინოთეატრები და ადამიანები შეძლებენ, რომ დღესასწაულის პერიოდში მსგავს დაწესებულებებს ესტუმრონ. "ჩვენ შევძლებთ გადაადგილებას ქალაქებს შორის ნებართვის გარეშე“, - აცხადებს მაკრონი. ამასთან, შობის ღამეს, ასევე ახალი წლის ღამეს მოიხსნება კომენდანტის საათიც.

სკოლები და რეტორნები კვლავ დაკეტილი დარჩება სულ მცრე 20 იანვრამდე და მათი გახსნა დამოკიდებული იქნება ინფიცირების ყოველდღიურ მაჩვენებელზე. დახურული რჩება კაფეები და ღამის კლუბებიც. 28 ნოემბრიდან ნებადართული იქნება ტაძრებში ღვთისმსახურება, თუმცა მას 30 ადამიანზე მეტი ვერ დაესწრება. საფრანგეთში დაკეტილი რჩება სამთო სათხილამურო კურორტებიც და როგორც მაკრონი ამბობს, ის შესაძლოა, იანვარში გაიხსნას.

  • გერმანია - ლიმიტი სოციალურ შეკრებებზე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ქვეყანაში "ლოქდაუნი“ იანვრამდე გაგრძელდება. ბარები, რესტორნები და სხვა გასართობი ადგილები დაკეტილია, მაგრამ სკოლები და მაღაზიები გახსნილი. გერმანია დღესასწაულების პერიოდის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო ამკაცრებს შეზღუდვებს. მაგალითად, 1-ლი დეკემბრიდან სოციალური შეკრებების ლიმიტი კიდევ უფრო მცირდება და დასაშვები იქნება მხოლოდ 5 ადამიანის შეკრება (ეს არ ეხება ერთი ოჯახის წევრებს).

თუმცა როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, შობის პერიოდში შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდება. კონკრეტულად კი, 23 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით 10 ადამიანზე მეტის შეკრება იქნება ნებადართული. ანგელა მერკელი მოუწოდებს გერმანელებს, რომ სანამ შეკრებას გადაწყვეტენ, ჯერ კარგად დაფიქრდნენ.

ლიმიტი არ ეხებათ 14 წლამდე ბავშვებს. მერკელის თქმით, შობის პერიოდში შეზღუდვების უმეტესობა მაინც დარჩება, რადგანაც ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა ძალიან მაღალია. გერმანიაში საშობაო ბაზრების უმეტესობა გაუქმდა. წელს გერმანიაში არ იქნება გრანდიოზული საახალწლო ფეირვერკი გარეთ ბევრი ადამიანის მობილიზების თავიდან არიდების მიზნით.

  • ესპანეთის განსხვავებული ახალი წელი

ესპანეთის ხელისუფლება გეგმავს, რომ ქვეყანამ წელს განსხვავებულად აღნიშნოს დღესასწაულები. წვეულებაზე მხოლოდ 6 ადამიანი იქნება დაშვებული. მთავრობამ გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც საშობაო წვეულებები უნდა გაიმართოს რესტორნების ტერასებზე, ან სხვა ღია სივრცეებში.

ტრადიციულად ესპანელები 5 იანვარს საღამოს აღლუმით ხვდებიან ხოლმე, თუმცა მთავრობა ამჯერად რეკომენდაციას აძლევს მოქალაქეებს, რომ ამ ზეიმზე წელს უარი თქვან. კატალონიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი წლისთვის 10 ადამიანის შეკრების ნებართვას გასცემს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მადრიდში კი მოსახლეობა მოითხოვს, რომ დაამტკიცონ მასობრივი ტესტირების პროგრამა შობის წინა პერიოდში, რათა ამის შემდეგ ერთად უსაფრთხოდ შეკრების საშუალება მიეცეთ.

წყარო: BBC.com

"მომხდარში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს" - რა ვერსიები ვრცელდება ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერის მკვლელობაზე

"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ -  რა ეღირება "სპუტნიკ V“ საერთაშორისო ბაზარზე