ავტორი:

"ლოქდაუნის" წინა დღე თბილისში: საცობები გზებზე და რიგები სავაჭრო ობიექტებთან - "ნეტა კი, მართლა შავად არ გვექცეს ეს "შავი პარასკევი"

"ლოქდაუნის" წინა დღე თბილისში: საცობები გზებზე და რიგები სავაჭრო ობიექტებთან - "ნეტა კი, მართლა შავად არ გვექცეს ეს "შავი პარასკევი"

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ქვეყანაში არსებული ყველა მაღაზია იკეტება, გარდა სურსათის მაღაზიებისა. ასევე ღია იქნება ყველა აფთიაქი და მაღაზიები, სადაც ცხოველებისა და ფრინველების საკვები იყიდება. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები "შავი პარასკევის“ ფარგლებში დაანონსებულ ფასდაკლებებს დაემთხვა. გუშინ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, მოსახლეობას ერთი დღე დარჩა, რათა სასურველი ნივთები ფასდაკლებით შეეძინა, თუმცა, ის რეალობა, რაც დღეს დიდი მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებში შეიქმნა, საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკის მიზეზი გახდა.

უსასრულო რიგები ტანსაცმლის, ტექნიკის, სამშენებლო მასალების მაღაზიებთან. ადამიანები დგანან ასევე ნერგების, შპალერის, ავეჯის მაღაზიებთან რიგებში. დისტანციის დაცვის გარეშე არსებული რიგები და დარღვეული რეგულაციები სავაჭრო ობიექტების მხრიდან, მართლაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ხალხის ასეთი სიმჭიდროვე საათების განმავლობაში ეპიდემიის კიდევ უფრო დიდ გავრცელებას გამოიწვევს და მალე, კოვიდინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი შესაძლებელია 10 ათასამდეც გაიზარდოს. მოქალაქეთა აქტიურმა მობილობამ გადატვირთა გზებიც, შესაბამისად, საცობია დედაქალაქის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მაგისტრალზე.

გადაჭედილი ავტოსადგომი სავაჭრო ცენტრთან

  • გთავაზობთ კომენტარებს სოციალური ქსელიდან:

"ნეტა კი, მართლა შავად არ გვექცეოდეს ეს "შავი პარასკევი"

"წესით საკვებისთვის უნდა გადადონ ეს თანხა ადამიანებმა. არც წერტილოვანი შეზღუდვა მიკვირს და არც სრული ჩაკეტვა გამიკვირდებოდა, როცა სამოქალაქო შეგნება არ არსებობს.“

"ექიმთან მივდივარ და ვერ მივდივარ. საათზე მეტია ვდგავარ. უკანაც ვერ ვბრუნდები“

"ეს უკვე არ შეიძლება. რა გჭირს ხალხო, ეს ხომ უკვე თვალხარბობაა და მეტი არაფერი. შევიცოდოთ ერთმანეთი.“

"ხალხი გავიგეთ რომ გაგიჟდა და ზღვარი აღარ აქვთ, მაგრამ ობიექტი რომ ამდენ ადამიანს უშვებს ერთ სივრცეში, სად არის რეგულაციები?“

"გულის ან პანიკური შეტევით მოვკვდებოდი აქ. ხალხს არაფრის ეშინია უბრალოდ. არც მარკეტი იხურება, არც აფთიაქი, არც ჰიგიენის საშუალებები - რა ჭირს ამ ხალხს მართლა? რას ყიდულობს ისეთ გადაუდებელს, რაც ამ 2 თვეში სახლში გამოკეტილს სჭირდება და ვერ იყიდის ხვალ?“

"სასაცილო ის არის. რომ ერთი ეუბნება მეორეს. ისე გამოვედი დასათვალიერებლად და შენ რა გინდაო? რა ვიცი, თუ რამე მომეწონა, ვიყიდიო“.

"რა მარსზე კოლონიზაცია, "ვაფშე" ამოვწყდეთ და გავქრეთ რა, პარადოქსების კი არა, რა ვართ უკვე ვეღარ გავიგე, 24- ში იქნება დედის წიოკი მამის შიმშილი, მერე ითვალონ კუბოები და სუდარები ამ უტვინოებმა და ლენჩებმა“

"მართლა რა შავ პარასკევად უნდა ამ ხალხს ეს ყველაფერი და სად განისვენებს მათი შეგნება? “

4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი მძიმე პაციენტია ქვეყანაში და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე

417 ახალი ინფიცირებული და 2 469 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით