ავტორი:

"საგანგებოდ მოემზადეთ, დაალაგეთ სახლი... მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს" - ასტროლოგის რჩევები 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე

"საგანგებოდ მოემზადეთ, დაალაგეთ სახლი... მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს" - ასტროლოგის რჩევები 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე

30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა. ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას უზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მოიქცნენ ამ პერიოდში და რა უნდა გაითვალისწინონ:

"30 ნოემბერს, 13:42 წუთზე გვაქვს ამ წლის ბოლო, მთვარის ნაწილობრივი დაბნელება, რომელიც ხსნის ე.წ. დაბნელების დერეფანს, რომელიც 14 დეკემბერს მზის დაბნელებით დასრულდება.

ხშირად ისმის კითხვა, რატომ იყო 2020 წელი ასეთი რთული მთლიანად პლანეტისთვის? სხვა მიზეზებთან ერთად, მინდა ავღნიშნო, რომ 2020 წელს 6 (!) დაბნელება გვქონდა, რაც საკმაოდ იშვიათ და მძიმე მოვლენად მიიჩნევა ასტროლოგიაში, მაშინ, როდესაც სხვა წლებში ძირითადად 4 დაბნელება გვაქვს. ასევე, 2020 ნაკიანი წელიც იყო და ასეთი წლებიც, ტრადიციულად მძიმე, სირთულეებით სავსე წლებად გვევლინება ხოლმე. ამ და სხვა კოსმიურმა მოვლენებმა, ურთულესმა პლანეტარულმა განლაგებამ გამოიწვია სწორედ ის მოვლენები, რაც თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ მთელი წლის მანძილზე.

ახლა, უშუალოდ ამ დაბნელებისა და დაბნელების დერეფანზე ვისაუბროთ: მთვარის ან მზის დაბნელების გავლენა თვითონ დაბნელების დღემდე 1-2 კვირით ადრე უკვე საგრძნობი ხდება. მისი მოქმედება დაბნელების შემდგომ 3 თვეც შესაძლოა გაგრძელდეს. დაბნელების დერეფნის პერიოდში იდება მომავალი 18 წლიანი პროგრამა და მხოლოდ 18, 5 წლის შემდეგ გვეძლევა საშუალება გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც რომელიმე დაბნელების დროს დავუშვით, ამიტომ დაბნელების პერიოდის სწორად გავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მზის ან მთვარის დაბნელება ადამიანებში გარკვეულ შიშს, პანიკას იწვევს, რაც არ არის სწორი. დიახ, დაბნელებას შეუძლია ჩვენზე გავლენის მოხდენა, ცვლილებების გამოწვევა, მაგრამ არასდროს ხდება ის, რაც ჩვენთვის, ჩვენი სულისთვის, წინსვლისთვის უსარგებლოა. ზოგჯერ ხდება მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც აუცილებელია, რათა განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეთ, რათა უფრო გააზრებულად, გაცნობიერებულად განვაგრძოთ ცხოვრებისეული გზა. ეს პერიოდი გვეძლევა შეჯამებისთვის, წარსული მოვლენების გასაანალიზებლად, ძველის და უსარგებლოს მოსაშორებლად.

ყოველი დაბნელება მიგვანიშნებს იმ სფეროებზე, სადაც დავაგროვეთ დადებითი, უფრო ხშირად კი უარყოფითი გამოცდილება, სადაც უძრაობა გვაქვს, სადაც არ ვვითარდებით, არ ვმუშაობთ და დაბნელება აქცენტებს სვამს, სწორედ ამ სფეროების აქტივირებას იწყებს, რათა ყურადღება გადავიტანოთ ამ საკითხებზე და დავიწყოთ გამოსწორება, მოწესრიგება, საბოლოოდ გავაკეთოთ არჩევანი.

მთვარის დაბნელება ყოველთვის ხდება სავსემთვარეობისას, ანუ მაშინ, როდესაც მთვარე თავის კულმინაციას აღწევს და ასევე, ჩვენს ყოფაშიც სიმბოლურად მონიშნავს იმ თემებს, რომლებმაც უკვე თავის განვითარების პიკს მიაღწიეს, რის შემდეგაც ან ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, ან ამ ძველმა უნდა დატოვოს ჩვენი სასიცოცლო სივრცე, ჩამოგვშორდეს... ვინაიდან იგივენაირად, იმავე ხარისხში ვეღარ დარჩება, ანუ ამ დროს რაღაც ეტაპის დასრულება, ახალი ფურცლის გადაშლა ხდება, თითქოს წარსულის კარს ვკეტავთ და ახალი ცხოვრების დასაწყებად ვემზადებით. მაგალითად - ბევრი ასრულებს დრო მოჭმულ, უსარგებლო ურთიერთობებს, ბევრი - სამსახურს იცვლის ან ტოვებს, ბევრიც იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, იწყებს ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანეს ეტაპს, სხვა, ბევრად სრულყოფილი, გაცნობიერებული ადამიანი ხდება.

ბევრი ადამიანისთვის ეს დაბნელების დერეფანი შეუმჩნევლად ჩაივლის. ბევრს პირიქით, ენერგია მოემატება, მეტად აქტიური, აგრესიულიც კი შეიძლება გახდეს, მგრძნობიარე ადამიანები კი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაღლას, აპათიას, გაღიზიანებას, უენერგიობას ირძნობენ, ვინაიდან დაბნელებამდე 1-2 კვირით ადრე პლანეტა ვენერა უკვე რთულ, ოპოზიციურ დგომაში იმყოფებოდა მოულოდნელობების პლანეტა ურანთან (ახლაც თითქმის იგივე დგომა აქვს), ამ დაბნელების თემა სწორედ ვენერასეული იქნება, კერძოდ: პირადი ურთიერთობები და ფინანსები და სწორედ ამ სფეროებშია ყველაზე მეტად სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა საჭირო.

ამ ეტაპზე არ ღირს საქმეების გარჩევა, პარტნიორული ურთიერთობების ნგრევა, კინკლაობა, თუ ეს ურთიერთობა რამედ გიღირთ და სამომავლოდ გეგმავთ ისევ ამ პარტნიორთან ურთიერთობის გაგრძელებას, მაგრამ, თუ ეს მაინც ხდება, ე.ი. ამ ურთიერთობამ უკვე ამოწურა თავისი რესურსი და მშვიდობიანად უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს. არჩევანი თქვენზეა... ეს დაბნელება საყურადღებოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მშვილდოსნისა და ტყუპების ზონაში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები - მზე, მთვარე ან აღმავალი კვანძი, მით უფრო მათთვის, ვისაც 27.11-03.12 ან 27.05-02.06 პერიოდში აქვთ დაბადების დღე.

ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც უარყოფითს, ზოგადად, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება მათთან მოსალოდნელი, თუმცა, როგორც იცით ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ მონაცემებზე, რუკის მონაცემებზეა დამოკიდებული. მთლიანობაში, ეს არ არის რთული, კრიზისული დაბნელება, ისეთი, რაც მთელი წლის მანძილზე, ან ვთქვათ, ზაფხულში გავიარეთ, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები: დაბნელების დღემდე საგანგებოდ მოემზადეთ, საფუძვლიანად დაალაგეთ სახლი, მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს, უფუნქციო, ან გამოუსადეგარია.

კარგი დროა ყოველგვარი ზედმეტობებისგან, მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ტრადიციულად, დაბნელების დღეებში (28.11-02.12) - არ დაიწყოთ არაფერი მნიშვნელოვანი, დაკავდით მიმდინარე საქმეებით ამ ორი კვირის მანძილზე, მინიმუმ...17 დეკემბრამდე არ არის რეკომენდებული იმპულსური საყიდლების გაკეთება, უყაირათო ხარჯვა, ფულის დაბანდება - სამომავლოდ შესაძლოა ეს სულაც არ აღმოჩნდეს თქვენთვის სარფიანი. ყურადღება და სიფხიზლე გამოიჩინეთ გზებზე გადაადგილებისას უარი ვთქვით სპონტანურ მოქმედებებზე, აგრესიაზე, მოერიდეთ კონფლიქტებს, გამოიჩინეთ თავშეკავება" - წერს ვაწაძე.

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?