ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა - "მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს"

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა - "მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს"

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

"თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ყურადღება გამოხატა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს covid-19 17 ნოემბერს დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა, რის გამოც მისი სახლიდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. თენგიზ ცერცვაძეს აღენიშნება ორმხრივი კოვიდპნევმონია და უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების გაუარესება. რაც შეეხება მისი მეუღლის, ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ინფექციურ კლინიკაში აცხადებენ, დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?