ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან 1802 თბილისშია - ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან 1802 თბილისშია - ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 132 368-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 110 049-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა - 554, იმერეთი - 637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი - 258, გურია - 119, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 400, კახეთი - 219, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 741, აჭარაში - 1 019, იმერეთში - 1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის, თბილისში - 429, აჭარაში - 167, იმერეთში - 190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში - 181, აჭარაში - 56, იმერეთში - 37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311 - თბილისში, 2 058 - აჭარაში, 284 - იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 033 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 391, აჭარაში - 1 055, ხოლო იმერეთში-35.

სულ 6 ოქტომბრიდან - 28 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 18 882 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 464 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 845 პირი, აჭარაში-13 353, იმერეთში-4 578.

"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ

"პრობლემა ის იყო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს ავალებთ თქვენი ბინის "მაკლერის" როლი შეითავსონ" - ნოდარ მელაძე არჩილ თალაკვაძის მეუღლეს პასუხობს