ავტორი:

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

"მიხეილ სააკაშვილს ახალი რომანი აქვს. მისი რჩეული უკრაინული პარტია "ხალხის მსახურის" ერთ-ერთი ლიდერი, ლიზა იასკოა. წყვილი, ლესნიკში მდებარე სააკაშვილის ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს", - წერს უკრაინული გამოცემა Strana.ua. გამოცემის ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ უკრაინელ პოლიტიკოსს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, სერიოზული ურთიერთობა აკავშირებთ.

"ამის შესახებ გამოცემას წყვილის გარემოცვა უყვება, რომელთა ინფორმაციითაც, გოგონა პერიოდულად ცხოვრობს სააკაშვილის რეზიდენციაში - ლესნიკის დასახლებაში მდებარე ქართულ-უკრაინულ სახლში. მათი პირველი ერთობლივი ფოტოები ჯერ კიდევ ივნისში გამოქვეყნდა, თუმცა, ძირითადად გადაღებული იყო საქმიან შეხვედრებსა და საერთო გარემოცვაში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს. წყვილი ზაფხულიდან მოყოლებული ერთადაა და მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ", - წერს გამოცემა.

Strana.ua-ვე ცნობით, წყვილი ცნობილი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის, მომღერალ ოლია პოლიაკოვისა და პროდიუსერ მიხეილ იასინსკის კამპანიაში ისვენებდა. ისინი სააკაშვილის სახლის უკანა ეზოში, ჭიქა ღვინოზე პოლიტიკასა და სხვა თემებზე სასაუბროდ იკრიბებოდნენ.

"პირადი ცხოვრების უცხო თვალისგან დასამალად, სააკაშვილმა რამდენიმემეტრიანი ღობეც კი გააკეთა და მეზობლების ფანჯრებს მაქსიმალურად მოერიდა, თუმცა საერთო მეგობრებმა წყვილის ფოტო "ინსტრაგრამზე" მაინც ატვირთეს", - წერს გამოცემა, რომლის ცნობითვე, ცნობილ პოლიტიკურ ფიგურებს გადაკვეთა საქმის ფარგლებში უწევდათ, ერთად დადიოდნენ ტელეეთერებსა და პოლიტიკურ შოუებში ლვოვსა და სხვა ქალაქებში. საინფორმაციო სივრცეში წყვილი ერთად პირველად სექტემბერში გამოჩნდა.

Strana.ua-ს ცნობით, ანდრეი ბოგდანომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის სააკაშვილსა და იასკოსთან ერთად არის ასახული.

"ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ თემებზე, განვიხილავთ უკრაინის არჩევნებს ძალიან კარგ კამპანიაში", - წერდა "ხალხის მსახურის" წარმომადგენელი, რომელსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეჭირა, თუმცა სწორედ ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში გაათავისუფლეს.

"იასკომ არაერთხელ დააყენა საკითხი ყირიმში უკრაინული ენის დაკარგვის საფრთხის შესახებ, ევროპაში ადამიანის უფლებების დამცველ საზოგადოებასთან, როგორც თავად კომისართან, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, ვისაც ეს თემა ეხებოდა. ყოველი ასეთი ჩართვისას, ის სააკაშვილის კაპინეტში იჯდა, უკრაინულ-ქართული პოლიტიკური წიგნების ბიბლიოთეკის ფონზე", - წერს გამოცემა, რომლის ინფორმაციითაც, ბოლო დროს მან და სააკაშვილმა არაერთი ერთობლივი ვიდეომიმართაც გაავრცელეს.

Strana.ua აგრეთვე წერს, რომ იასკომ ნოემბრის დასაწყისში Covid 19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო, აქედან რამდენიმე კვირაში დაინფიცირდა მიხეილ სააკაშვილიც.

"რის შემდეგაც წყვილი სააკაშვილის სახლიდან სხვადასხვა ფოტო დ ვიდეომასლას ტვირთავდა ლიზას საყვარელ ძაღლთან, ჩაკრასთან ერთად, რომელიც მას იუბილეზე აჩუქეს", - წერს გამოცემა, რომლისვე ცნობითაც, უკრაინის პარლამენტში წყვილის კოლეგებისთვის ამ რომანის შესახებ უკვე ცნობილია და "მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ლიზა ბედნირებისგან ანათებს".

"ეს ურთიერთობა ფრაქციაშიც დიდი ხანია განხილვის საგანია, როგორც პირად მიმოწერაში, ასევე პარტიის ჩათში. ბევრს არ ესმის, რაში სჭირდება ლიზას ის, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც მას კარიერის გაკეთებაში დაეხმარება. გარდა ამისა, სააკაშვილს უამრავი რომანი ჰქონდა და უკრაინელი ახალგაზრდა გოგონების მიმართ მისი ლტოლვა ყველამ იცის. მათ ერთად ხედავენ რესტონებში, ასევე ინტერვიუების დროს. თუმცა, საინტერესოა რამდენ ხანს გასტანს ეს სამსახურებრივი რომანი...", - წერს გამოცემა თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

ინტერნეტში ახალი წყვილის გამოჩენა აქტიური განხივლის საგანი გახდა. უკრაინული საზოგადოების ნაწილის თქმით, საკვირველია, რატომ იპყრობს მიხეილ სააკაშვილი წარმატებული და ლამაზი გოგონების გულს, მაშინ, როდესაც წარმატებული კარიერის გაკეთება მათთვისაც არ არის ძნელი.

"ეს რომანი დროებითია, როგორც დანარჩენი სამსახურებრივი რომანები, რადგან სააკაშვილის ახალი გატაცება ძალიან პატარა გოგონაა, როგორც ჩანს, მენეჯმენტში გამოცდილი მიშას მითითებები მას კარიერული წინსვლისთვის სჭირდება...", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ლესია შაერო".

"ფაქტია, რომ ეს კაცი სულ ყურადღების ცენტრშია და არა მხოლოდ პოლიტიკური კუთხით, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებიც სწყალობენ... თუმცა როგორც იმაში ვერ ჩამოყალიბდა, მისი გული ქართულ პოლიტიკას ეკუთვნის თუ უკრაინულს, ასევე ვერ ჩამოყალიბდა ქალებშიც", - წერს კოლია სოროკინი.

ცნობისთვის, ლიზა იასკო ოფიციალ

ურად დაქორწინებული არ არის. როგორც ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა წერდა, მან სახელი "ფეიკ-ლესბი" ფოტოთი გაითქვა, რომელზეც ის გოგონას კოცნის.

"მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე

ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"