ავტორი:

რა ვითარებაა ბათუმში? - ფიტნეს ცენტრ "რეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ: "ვრჩებით აქ, იქამდე, ვიდრე ნორმალურ რეგულაციებს არ მიიღებენ"

რა ვითარებაა ბათუმში? - ფიტნეს ცენტრ "რეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ: "ვრჩებით აქ, იქამდე, ვიდრე ნორმალურ რეგულაციებს არ მიიღებენ"

ბათუმში, ფიტნეს ცენტრ „რეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ. როგორც ფიტნეს ცენტრის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ისინი შესაბამისი უწყებებიდან კონკრეტულ განმარტებას ელოდებიან, თუ რატომ უნდა შეწყვიტონ საქმიანობა.

მათი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სავარჯიშო მოწყობილობები დალუქეს.

„სავარჯიშო ცენტრი დაიხურა, თუმცა ვრჩებით აქ, იქამდე, ვიდრე ნორმალურ რეგულაციებს არ მიიღებენ. როცა კორონავირუსით 30 ადამიანი ინფიცირდებოდა და მკაცრი რეგულაციები მიიღეს, დღეს 3000-ზე მეტი ადამიანი არის დაინფიცირებული და მთავრობის ეს გადაწყვეტილება უკვე არაფერ შედეგს არ მოიტანს. ლოგიკური შედეგი რომ მოყვეს, მაშინ დავემორჩილებით.

განმარტებებს ველოდებით, მანამდე შენობის დატოვებას არ ვაპირებთ. მარტო ვირუსთან არ გვიწევს ბრძოლა, ამ შეზღუდვების გამო უმუშევრად ვრჩებით. ჩვენ შემოსავალი გვჭირდება.

აქ ვიმყოფებით ფიტნეს ცენტრის 18 თანამშრომელი და ასევე ზურაბ ჯაფარიძე. მთელი ღამე აქ გავატარეთ, ველოდებით განმარტებას, რატომ უნდა დაიხუროს ფიტნეს ცენტრი. ახლა ველოდებით ადეკვატურ პასუხს, რას გვიპირებ, არ ვაპირებთ დამორჩილებს", - აცხადებენ ადმინისტრაციის თანამშრომლები.

ბათუმში ფიტნეს ცენტრი „რეფორმერი" მთავრობის გადაწყვეტილებისთვის დაუმორჩილებლობის გამო, 10 000 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, ადმინისტრაციამ საქმიანობა არ შეწყვიტა. 29 ნოემბერს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

ფიტნეს ცენტრში გუშინ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. შენობის მიმდებარედ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

როგორც "გირჩის" ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, მას ფიტნეს დარბაზთან ზეპირი ხელშეკრულება დადო და ვისაც ვარჯიშის სურვილი ექნებოდა, შეეძლოთ სახლში სტუმრებოდნენ.

"მალე ზურას დაბადების დღე მოდის და შვილთან წავიდა" - ნინო ჟვანია დედამთილის გარდაცვალებაზე

ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია  გარდაიცვალა

"ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო?..." - ცნობილი პოლიტიკოსის დედა შვილის პირადზე, რუსეთში სწავლასა და მეუღლეზე