ავტორი:

"ვინც მზად ვიყავით ჯარიმებისთვის, მხოლოდ ისინი დავრჩით" - სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობასთან, კარავში გაატარა

"ვინც მზად ვიყავით ჯარიმებისთვის, მხოლოდ ისინი დავრჩით" - სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობასთან, კარავში გაატარა

სამოქალაქო მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტების ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობასთან, კარავში გაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ნარსიამ გაუნცხადა, სიცივისა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმების ალბათობის გამო, პარლამენტთან მხოლოდ 18 აქტივისტი დარჩა, თუმცა იმის გამო, რომ ისინი არავის დაუჯარიმებია, ნარსია ვარაუდობს, რომ დღეს შესაძლოა, დარჩენის მსურველ აქტივისტთა რაოდენობა გაორმაგდეს.

„კარავში ვარ ახლაც, 18 ადამიანი დავრჩით ღამის განმავლობაში. სიცივის გამო, თან პირველი ღამე იყო და მაინც ველოდებოდით ჯარიმებს, ამიტომ, ვინც მზად ვიყავით ამ ჯარიმებისთვის, დავრჩით მხოლოდ ისინი. რადგან არ დაგვიწერეს ჯარიმა, დღეს უფრო მეტნი ვიქნებით,“ - განაცხადა ნიკა ნარსიამ.

აქტივისტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პარალელურად, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ფინანსურ დახმარებასა და საჭიროების მქონე პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

ნიკა ნარსიას განცხადებით, ისინი პარლამენტის შენობის წინ 24- საათიან პროტესტს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე გააგრძელებენ.

"სამწუხაროდ, მოხდება ასეთი ამბები, ამას მე გაზაფხულიდან მოყოლებული ვამბობდი" - რას ამბობს პაატა იმნაძე 19 გოგოს გარდაცვალებაზე

"მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, "ლენდ კრუიზერი 105", იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ბევრს დავდივარ" - მეუფე ნიკოლოზი

"მე ვარ კარტოგრაფი - ცდილობენ ჩემს "გაშავებას", იყენებენ მდაბიო არგუმენტებს, რომ ვარ გიგი უგულავას ძმა" - ირაკლი უგულავა