ავტორი:

"ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება..." - ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ ცესკო-დან წავიდა

"ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება..." - ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ ცესკო-დან წავიდა

ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ის "ფეისბუქზე" წერს და განმარტავს, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

"ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი.

ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.

მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა" - წერს მიქელაძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო დღე-ღამეში 16 391 ტესტი ჩატარდა

"ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი: კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ" - რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც Covid-19 დაამარცხეს

"ექვსი შვილის პატრონი მარტო ვცხოვრობ" - რატომ განმარტოვდა ოჯახისგან პეტრე კოლხი და სად იპოვა პატარა სამოთხე დედამიწაზე