ავტორი:

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

დიდ ბრიტანეთი გახდა პირველი ადგილი, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა და მისი მასშტაბურად გამოყენების ნებართვა გაიცა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, საუბარია Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ დამზადებულ ვაქცინაზე.

მარეგულირებელ კომპანია MHRA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ვაქცინამ აჩვენა 95%-იანი ეფექტურობა და უსაფრთხოება.

როგორც BBC წერს, იმუნიზაციის პროგრამა რამდენიმე დღეში დაიწყება(სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან) და თავდაპირველად ვაქცინას გაუკეთებენ რისკ ჯგუფებს. ამასთან დიდმა ბრიტანეთმა შეუკვეთა აღნიშნული ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რომელიც 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი (ეფექტურობისთვის საჭიროა ვაქცინის 2 დოზის მიღება).

აღსანიშნავია, რომ ვაქცინების ისტორიაში „პფაიზერის“ ვაქცინა არის ყველაზე სწრაფად შემუშავებული და დამტკიცებული ვაქცინა. კომპანიამ ის 10 თვეში შექმნა.

კარანტინის დროს, სარეველების ამოთხრისას, მე-15 საუკუნის განძი იპოვეს - ბრიტანელმა მებაღემ ისტორიული საგანძური აღმოაჩინა

"მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ქნან ღარიბმა ქვეყნებმა?"

The Time-მა 2020 წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა - "მათ საზოგადოებას აღდგენა და განახლება შესთავაზეს"