ავტორი:

ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის საქველმოქმედო აქცია - “Secret Santa Challenge - გახდი საიდუმლო სანტა 2021” დაიწყო

ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის საქველმოქმედო აქცია - “Secret Santa Challenge - გახდი საიდუმლო სანტა 2021” დაიწყო

ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბმა სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილების ასასრულებლად პროექტი “#SecretSantaChallenge - გახდი საიდუმლო სანტა” უკვე მეხუთედ დაიწყო.

1-ლი დეკემბრიდან ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ფეისბუქ გვერდზე სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დაწერილი წერილები გამოჩნდა, რომლებსაც ისინი თოვლის ბაბუას უწერენ. ეს ის ბავშვები არიან, რომლებისთვისაც ახალი წელი სიხარულის და სურვილების ასრულების ნაცვლად ახალ იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული.

წერილები საიდუმლო სანტების გამოჩენას 1-ლი დეკემბრიდან - 23 დეკემბრამდე დაელოდებიან. პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შუძლია. მონაწილეობის მისაღებად მათ უნდა შეარჩიონ სასურველი წერილი და წერილს ქვეშ დატოვონ კომენტარი “მე გავხდები (სალომეს/ნიკოს) საიდუმლო სანტა”. ამის შემდეგ მათ პროექტის ორგანიზატორები დავუკავშირდებიან და დამატებით ინფორმაციას მივაწვდიან ბავშვისა და პროექტის შესახებ.

ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჩუქრების გადაცემა არ მოხდება პირდაპირი კონტაქტით და საიდუმლო სანტები საჩუქრის ადრესატისთვის გაგზავნას 24 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით შეძლებენ.

პროექტს გამოწვევის სახე აქვს. მას შემდეგ რაც მონაწილე აირჩევს მისთვის სასურველ წერილს, დატოვებს კომენტარს და წერილს ჰეშთეგებით: #გახდისაიდუმლოსანტა, #secretsantachallenge გააზიარებს ტექსტით: “მე ჩავერთე კამპანიაში #გახდისაიდუმლომეგობარი და ვიწვევ ჩემს მეგობრებს

... გამოწვეული მეგობრები კი ისევ აირჩევენ წერილს, დატოვებენ კომენტარს და გამოწვევენ თავიანთ მეგობრებს.

გამოწვევა სულ რაღაც 1 დღეა დაიწყო და ამ ეტაპზე 21 ბავშვს გამოუჩნდა საიდუმლო სანტა. ახალი წერილები ყოველდღიურად ემატება და ბავშვები საიდუმლო მეგობრების გამოჩენას ელოდებიან.

„პროექტი უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს და ყოველ წელს მასში ასობით საიდუმლო სანტა იღებს მონაწილეობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ახალი წლის ჯადოსნურობის იდეა უფრო სარწმუნო გავხადოთ” - ამბობს პროექტის იდეის ავტორი მურო თაკალანძე.

„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ რომ საკმაოდ რთულ სოციალურ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს ახალ წელს უფერადებს და ოცნებებს უხდენს, არამედ იმიტომაც რომ ქველმოქმედების ტრადიციას ამკვიდრებს. პირადად ჩემთვის ახალი წელი წარმოუდგენელია ამ პროექტის და ამ ბავშვების გახარების გარეშე. Იმედია, თანდათან მეტი და მეტი ადამიანი ჩერთვება და მეტი ბავშვის გაბედნიერებას მოვახერხებთ. ბავშვები უნდა იყვნენ ბენდიერები, განსაკუთრებით ახალ წელს!” - “SecretSantaChallenge-ის მონაწილე საიდუმლო სანტა ხატია ნამიჭრიშვილი.

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამჟამად გაცვლითი პროგრამით პოლონეთში, ლომჟას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფება და იგი დისტანციურად არის ჩართული პროექტის ორგანიზებაში: „Secret Santa Challenge-ის შესახებ 2 წლის წინ სოციალური ქსელებიდან გავიგე და მას შემდეგ ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო საორგანიზაციო საკითხებში. წელს არ ვიმყოფები საქართველოში, რის გამოც არ მეგონა, თუ მოვახერხებდი მონაწილეობის მიღებას, თუმცა შექმნილმა ეპიდემიურმა მდგომარეობამ უამრავ სირთულესა და რისკთან ერთად ეს შესაძლებლობაც დაგვანახა. იმედი მაქვს, კეთილი სანტების დახმარებით წელსაც უამრავ ბავშვს ვაჩუქებთ ჯადოსნურ ახალ წელს.” - ქეთი ჟორჟოლიანი, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი

„აღნიშნულ პროექტში ჩართულობა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ვინაიდან ერთიანი ძალებით ვცდილობთ ახალი წლის დღესასწაული კიდევ უფრო განსაკუთრებული გავხადოთ ბავშვებისთვის. სანტების აქტიურობიდან გამომდინარე მჯერა, რომ წელს ბედნიერი ახალი წელი ბევრი ბავშვისთვის დადგება. “ - ანი ჩიკვაიძე, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი

სწრაფი ბმულები

წერილები ხელმისაწვდომია ბმულზე - https://bit.ly/2Voxw6e

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია - https://bit.ly/39yPQlA

NS

დღეს უკვე მეორედ, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

"ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

"ეს ვირუსი, ალბათ, კაცობრიობისთვის აუცილებელი იყო უკვე ისე ვიყავით გადაგვარებული, მარტო ეს თუ დაგვაფიქრებს" - მეუფე იაკობი