ავტორი:

"უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს

"უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს

უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში - მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, უცხოეთში მცხოვრები ქართველი კოლეგების პასუხად განაცხადა.

ცერცვაძე ირწმუნება, რომ უცხოეთის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები საქართველოში კოვიდის კლინიკურ მართვას ერთხმად უმაღლეს შეფასებას აძლევენ და “კრიტიკას რატომღაც ქართველი ექიმების ნაწილი გამოთქვამს“.

“ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან. პირად პოლემიკაში ჯერ ვერავინ დამისაბუთა, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. ამბობენ რაღაც ზოგად ფრაზებს, მაგრამ როდესაც განმარტებებს ვაძლევ, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაზე ვერ ამბობენ. უცხოეთის ქვეყნებში ყველა მხრივ უარესი მდგომარეობაა - სიკვდილიანობის პროცენტით, რაოდენობით, ჰოსპიტალური გართულებებით. ეს იქ მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე საერთოდ ვერ აღწევს და ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. გაზაფხულ-ზაფხულში მასიურად იყო, როცა კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ. ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?!“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მსგავს ქყვეყანას, პანდემიის დროს მოსთხოვო, ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს - არ იყოს შეფერხებები, დაგვიანებითი ტესტირება, სასწრაფოსთან და ოჯახის ექიმთან დაყოვნება, სტაციონარებში ადგილის ლოდინი - შეუძლებელია.

ცერცვაძის თქმით, ძალიან სამწუხარო და არასასურველი სიტუაციაა, მაგრამ საქართველოს მსგავს შეზღუდული რესურსების ქვეყანაში, ამას უფრო ხარვეზები ჰქვია.

"ძალიან სამწუხარო და არასასურველი სიტუაციაა, მაგრამ მე ამას უფრო ხარვეზს დავარქმევდი. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წამყვან ჯანდაცვის ქვეყნებთან შედარებით ბევრად სუსტია, არაა გასაკვირი. ინფიცირების ასეთი კრიტიკულად მაღალი რიცხვის შემთხვევაში, ამ პირობებში, საქართველოსნაირ შეზღუდვების ქვეყანას მოსთხოვო ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს და არ იყოს შეფერხებები, დაგვიანებითი ტესტირება, სასწრაფოსთან და ოჯახის ექიმთან დაყოვნება, სტაციონარებში ადგილის ლოდინი, ეს შეუძლებელია. მთელს მსოფლიოში ვერ უმკლავდებიან ამას. ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან ავადმყოფები გერმანიაში გადაჰყავთ, რადგან იქ საწოლები არ ჰყოფნით. საქართველოდან ხომ არავინ არსად გადაგვყავს?! კი ბატონო, არის დაგვიანება - ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, მაგრამ იქ კვირებია დაგვიანება", - განაცხადა ცერცვაძემ.

ხმაური პარლამენტთან - სამოქალაქო ატივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა

აღმოსავლეთ საქართველოში 6-7 დეკემბერს ითოვებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი