ავტორი:

მცხეთის საავადმყოფოში 24 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა

მცხეთის საავადმყოფოში 24 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა

მცხეთის საავადმყოფოში 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხი“ ავრცელებს.

"მესამედ, რომ გაუკეთეს ტესტი მერე გვითხრეს, რომ ნინო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. გარდაცვალების მიზეზად გვითხრეს, რომ ჰქონდა შაქარი, რაც წლების განმავლობაში არ აწუხებდა, სიმპტომი არ ჰქონია.

დედას მისწერა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, წყალი უნდოდა, საღამოს საათები იყო და ექიმებს ეუბნებოდა წყალი მაინც შემომიტანეთო და არც ერთი ექიმი არ შედიოდა. 24 წლის გოგო წამებით მოკლეს, არ მომკვდარა ნინო მოკლეს", - ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძაშვილი, მარიამ გულიკაშვილი "მთავართან“.

ნინოს გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი ახლობელიც ეხმიანება და წერს:

"ეს ანგელოზივით გოგო მოკლეს დღეს მცხეთის საავადმყოფოში, 24 წლის ნინი, ორჯერ აუღეს ტესტი და კორონა არ გაქვს, მესამე ტესტმა დაადასტურა, როგორც ჩანს საავადმყოფოში დააინფიცირეს, დღეს დილით უნდა გამოეწერათ საავადმყოფოდან და წამებში დამძიმდა მდგომარეობა ფილტვები ჩაეკეტა თურმე.. დამაძინებელ პრეპარატებს აძლევდნენ და აძინებდნენ თურმე.. გარდაცვალების მერე უთხრეს პატრონს თურმე შაქარი ქონიაო, მოუგონეს საბრალოს რომ თავი გაემართლებინათ... საქართველო სასაკლაოდ იქცაა ", - ნათქვამია პოსტში.Ambebi.ge ამბის დეტალებს არკვევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

"შესაძლებელია, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს" - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსით თბილისში 17 წლის გოგო გარდაიცვალა - "მთავარი არხი"

"თანმდევი დაავადება არ ჰქონდა, ფილტვები დაუზიანდა" - ბათუმში კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა