ავტორი:

სად უნდა დარეგისტრირდეთ 300 ლარიანი დახმარების მისაღებად?

სად უნდა დარეგისტრირდეთ 300 ლარიანი დახმარების მისაღებად?

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. დახმარების მისაღებად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ.

"იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

"შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში, მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო, დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი“, - ნათქვმია უწყების ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, პროფილზე შესვლისას გამოჩნდება სპეციალური ფანჯარა, რომელშიც საჭირო მონაცემები უნდა შეიყვანონ. მათივე ინფორმაციით, არარეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის, რომელთა დამსაქმებლები ასევე არარეგისტრირებულები არიან, მაგალითად, ძიძებისთვის, სავარაუდოდ, სხვა სისტემა შემუშავდება, რაზეც ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

ბარბარობას ახდენილი ყველაზე დიდი ნატვრა - ლატარიაში მოგებული ფულით უბინაო სამი შვილის დედა ბინას შეიძენს

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის" - პატრიარქი

ალასკზე, ჯანდაცვის 2 მუშაკს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული შეტევა განუვითარდა -  რას წერს მომხდარზე ბიძინა კულუმბეგოვი