ავტორი:

დავით ზალკანიანი: "მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც გვაახლოებს წევრობასთან" - რა ინფორმაციას ავრცელებს NATO-ს ვებგვერდი

დავით ზალკანიანი: "მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც გვაახლოებს წევრობასთან" - რა ინფორმაციას ავრცელებს NATO-ს ვებგვერდი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას და აახლოებს ქვეყანას ნატო-ს წევრობასთან.

მისივე განცხადებით, მინისტერიალი ნატო-ში საქართველოს მოკავშირეებისთვის ინფორმაციის მიწოდების კარგი შესაძლებლობა იყო.

"იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოკავშირეებს ნატო-ში მიეღოთ ინფორმაცია პირველწყაროდან რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, ვიმსჯელებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდეს. მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას და კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი. ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგიაც. მინისტერიალის მიმდინარეობისას ფაქტს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას.

"ნატო-ს მინისტერიალი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრით დამთავრდა, სადაც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ორივე პარტნიორის მიმართ ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა იქნა განხილული", - ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც ორდღიან მინისტერიალთან დაკავშირებით გავრცელდა.

„ჩვენ მათი რეფორმების პროგრამები განვიხილეთ და გარკვევით განვაცხადეთ, რომ ვაძლიერებთ მათ მიმართ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას,“ - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ.

„მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ბელარუსსა და მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამართულ ორდღიანი ვირტუალური შეხვედრების დროს ნატო-ს ადაპტაციასთან, რუსეთის სამხედრო ზრდასთან, შავის ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან, ჩინეთთან და ავღანეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, ნატო-ს მინისტერიალი 1-2 დეკემბერს გაიმართა.

"წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს..." - რაზე ისაუბრა დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში... სააკაშვილმა იოცნებოს მაგაზე" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე და პასუხი ექსპრეზიდენტს