ავტორი:

"მიზანია თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს" - რას ამბობს პრემიერი ვაქცინაციაზე?

"მიზანია თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს" - რას ამბობს პრემიერი ვაქცინაციაზე?

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების ორთვიან გეგმასთან ერთად, დღეში გასაკეთებელი ტესტების ოდენობის 20 ათასამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ეპიდემიის გავრელების დონის სწრაფ გამოვლენას. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომისას განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი, წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში კოვიდის ინფექციის გავრცელების სისწრაფე. ჩვენ ამავდროულად, ამ ორთვიან გეგმასთან ერთად, ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და რომელიც უახლოეს პერიოდში დღეში 20 ათას ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში, ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს ხარჯზე, ყოველდღიურად, 20 ათასი ტესტი გაიკეთონ, გარდა იმისა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს.

ამ ნაბიჯის მიზანია, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რომ ჩვენ ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ, მოვახდინოთ იზოლაცია ან მკურნალობა და თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე როგორ ვაქცინების შესყიდვაზე. კომისიას დაევალება იმ ტექნიკური სამუშაობის ჩატარებაც, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებად არის საჭირო.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ კოვაქს პლატფორმის წევრი ქვეყანა, ჩვენ უკვე გადავიხადეთ გარკვეული თანხები სქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა საქართველოში, ასევე ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად,“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვების 2-თვიანი პერიოდი და ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელების სისწრაფე.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. ამიტომ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები ეხება ყველას,“ - განაცხადა გახარიამ.

"მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე..." - პრემიერი პანდემიის შედეგებსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"