ავტორი:

მომენტალურ ლატარიებში 3 დღეში 4 მაქსიმალური მოგება გათამაშდა - მოგებების ფოიერვერკი „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“!

მომენტალურ ლატარიებში 3 დღეში 4 მაქსიმალური მოგება გათამაშდა - მოგებების ფოიერვერკი „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“!

ერთდოულად 4 მაქსიმალური მოგება გათამაშდა კომპანიაში, რომელმაც ბაზარზე ოპერირების სამი წლის მანძილზე 40 მილიონი მოგებული ლარი გასცა, სადაც ყოველდღე საშუალოდ 35 ათასი ლარს იგებენ ლატარიის მოთამაშეები.

ამ მოთამაშეებიდან კი ოთხისთვის ნოემბრის დასასრული წარმოუდგენლად ბედნიერი და იღბლიანი აღმოჩნდა - მათ მომენტალურ ლატარიებში მაქსიმალური მოგებები 50 000 და 20 000 ლარი მოიგეს.

მაშ ასე, გაიცანით:

  • პენსიონერი ჯულიეტა ილურიძე - მან სოფელ ოკამში მდებარე „მაგნიტში“ სურსათის ყიდვისგან მორჩენილი ხურდით მომენტალური ლატარია 7-11-21 შეიძინა, გადაფხიკა და მომანტალურად მოიგო 50 000 ლარი;

  • პენსიონერი დაბა ხელაჩაურიდან ზურაბ ზაქარაძე - მან სახლთან ახლოს მდებარე სასურსათო მარკეტში რამდენიმე მომენტალური ლატარია იყიდა და „შვიდიანში“ 20 000 მოიგო;

  • ლაშა ჭიჭაღუა - მან სამუშო ადგილთან ახლოს, მცხეთის რაონის სოფ წიწამურის „მაგნიტში“ საჭირო პროდუქტების შეძენისას გადაწყვიტა ბედი მოესინჯა და რამდენიმე მომენტალური ლატარია იყიდა, აღმოჩნდა რომ მას ბედი ნამდვილად სწყალობდა - მან „შვიდიანში“ 20 000 ლარი მოიგო;

  • გიორგი პაპუშვილი - ის ახალციხის სოფელ წნისში ცხოვრობს და სიგარეტის შეძენისას უბნის სასურსათო მაღაზიაში გამყიდველს ხურდნის ნაცვლად მომენტალური ლატარია „ჯოკერი“ გამოართვა, გადაფხიკა და მომენტალურად 20 000 ლარი მოიგო.

მოგებულები მოგებულ თანხას ელოდებიან, „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ წარმომადგენლები მათ უახლოესს მომავალში ესტუმრებიან, პირადად გაიცნობენ, სამასხოვრო ფოტოებს გადაიღებენ, იმ ფოტოებს, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაახსენებთ, რომ ერთ დროს საოცრად გაუმართლათ და ლატარიაში მოიგეს, მოგებულ თანხებსაც გადასცემენ და ახალი მოგებული ადამიანების გასაცნობად მოემზადებიან.

NS

"ვირუსის გადატანის შემდეგ, პლაზმის ჩაბარებაზე არც ისე ბევრი პატიენტი მოგვმართავს, ამ დროისთვის ანტისხეულების მქონე 12-მდე პლაზმაა დაცული" - ინფექციონისტი

რა უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე

ქუთაისში კორონავირუსისგან 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა