თენგიზ კიტოვანი: იმედი მაქვს, რუსეთი აფხაზეთს არ გადამცემს

თენგიზ კიტოვანი: იმედი მაქვს, რუსეთი აფხაზეთს არ გადამცემს

მოსკოვში მცხოვრები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი იმედოვნებს, რომ რუსეთი მას აფხაზეთს არ გადასცემს. როგორც ცნობილია, აფხაზმა ვეტერანებმა კიტოვანის გადაცემა სასამართლო პროცესის მოსაწყობად მოითხოვეს 1992-1993 წლის შეიარაღებულ კონფლიქტში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, - იუწყება გაზეთი "ვზგლიადი".

"გადაცემის მოთხოვნა აბსურდია. ომი აფხაზებმა დაიწყეს, ცეცხლი მათ გახსნეს", - განაცხადა კიტოვანმა.

მან ისიც გაიხსენა, რომ ქართული ჯარი აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შევიდა.

თენგიზ კიტოვანის თქმით, თუ გადაცემაზეა ლაპარაკი, სწორედ ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა აფხაზებისთვის გადასაცემი, რომელიც მაშინ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იყო.

კიტოვანმა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაც გააკრიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის გამო.

"საქართველო მალე დაიშლება და ყველაფერი მიხეილ სააკაშვილს მოეკითხება", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მომზადებულია vz.ru -ს მიხედვით.