ავტორი:

"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია... მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი" - ნათია თურნავა

"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია... მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი" - ნათია თურნავა

მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, შეზღუდვა დროებითია და თვითდასაქმებული ადამიანები შეზღუდვის შემდეგ მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

“ეს თანხა საკმარისი არ არის. 300 ლარი არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ისაა, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ. ესაა დროებითი შეზღუდვა და ადამიანები შეძლებენ, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. სავაჭრო სექტორი იმდენად აქტიურად ითხოვს, მალე გაგვხსენით, რომ მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ. სანამ გვიწევს შეზღუდვები, ისარგებლებენ ამ 300 ლარით”, - განაცხადა თურნავამ.

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

მინისტრის თქმით, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის.

"ბიუჯეტში ძალიან ბევრი პრიორიტეტი გადალაგდა და აქცენტი კეთდება მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ბიზნესის დახმარებაზე. შევარბილოთ ის ნეგატიური ზეგავლენა, რაც პანდემიას ჩვენზე ჰქონდა და კიდევ ექნება. განსაზღვრულია, რომ ანტიპანდემიური ღონისძიებების საერთო ღირებულება, რაც 2020-2021-ში ჯამურად განხორციელდება, მილიარდ ოთხას მილიონ ლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი პაკეტია მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1200- ლარიანი დახმარებების გაგრძელება, ვინც დროებით შემოსავლის გარეშე რჩება, 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის. ეს არის კომუნიალური გადასახადების სუბსიდირება. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ჩვენი ყველა სოციალური ვალდებულება შევასრულეთ, ხელფასების გაზრდა ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის თუ პენსიის გაზრდა. შემცირებულია ისეთი პროგრამები, რომელთა განხორციელება აღარაა აქტუალური. მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებული პროგრამები. თუმცა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში კაპიტალური ხარჯები რჩება," - განაცხადა ნათია თურნავამ.

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"