ავტორი:

"დეპრესიაც ჰქონდა, გადაბრუნდა და არავის გველაპარაკებოდა... სულ მაქვს შიში, რომ ეს არ იყოს ბოლო დღე" - ზურა ხაჩიძე მეუღლეზე (ფოტოები)

"დეპრესიაც ჰქონდა, გადაბრუნდა და არავის გველაპარაკებოდა... სულ მაქვს შიში, რომ ეს არ იყოს ბოლო დღე" - ზურა ხაჩიძე მეუღლეზე (ფოტოები)

გადაცემა "პროფილში" ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ მათი ოჯახის შესახებ ისაუბრეს. როგორც ზურამ აღნიშნა, თანაცხოვრების პერიოდში ბევრი სირთულე იყო მათ ცხოვრებაში, ბევრჯერ სახლიდანაც წამოვიდა, თუმცა შემდეგ კვლავ ერთად იყვნენ.

ზურა ხაჩიძე: მე ვარ მისთვის ისეთი ქმარი, რომელსაც ვერ ნახავდა. ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო, ესეც შემიძლია ვთქვა ჩვენზე. ჩვენს ქორწინებას გაგახსენებთ, ძალიან რთული წლები გამოვიარეთ ერთად. თუმცა ყველაფრის დაძლევა მოხერხდა.

ხათუნა ჟორდანია: განსაკუთრებით ავად რომ გავხდი მაშინ დავაფასე ზურა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მიყუდებული ვარ. ამ ადამიანის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ზურაც გაიზარდა და მეც გავიზარდე. ეს წლები ადამიანს ცვლის, ნამდვილად სხვანაირია. როდესაც გავყევი, მას ბევრი კომპლექსი ჰქონდა, რომელზეც როგორც ფსიქოლოგმა, ისე ვიმუშავე. ზურას ძალიან უყვარს, როდესაც მის კომპლექსზე ვილაპარაკებთ და ახსნას ვუძებნით.

ზურა ხაჩიძემ მეუღლის დაავადების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ერთმა წელმა ის ძალიან შეცვალა. მომღერლის თქმით, ურთულესი პერიოდი გამოიარეს.

"როდესაც ხათუნა ავად გახდა, ორი თვის დანიშნული ვიყავი სამცხე-ჯავახეთში, ეს ჩემთვის გამოწვევა იყო. უნდა დამეწყო პოლიტიკური ცხოვრება, გადავსულიყავი ახალციხეში, დამეწყო რეგიონის პოპულარიზაციაზე ზრუნვა. გადავედი კიდეც, დავიწყე ეს ყველაფერი, ძალიან გამიჭირდა, იქაც დამჭირდა ხათუნა. გადმოვიდა ისიც, ამიწყო ყველაფერი და დაბრუნდა თბილისში.

ერთ თვეში დაეწყო ხველება, მანამდე არ მახსოვს მისი სიცხე ან გაციება ან რამე მსგავსი. ხათუნა არის ძალიან ჯანმრთელი ადამიანი. ახალციხეში ვიყავი და ნინის ძალით წაუყვანია ექიმთან, რომელსაც უთქვამს, რომ ფილტვებში საეჭვო რაღაცეებს ხედავს. დავურეკე ხათუნას, ტელეფონზე და ტიროდა. ვერ გავიგე რას მეუბნებოდა. შემდეგ ნინის დავურეკე და გავიგე რაც მოხდა. დავჯექი მანქანაზე და წამოვედი. მას შემდეგ დემორალიზებული ვარ, ჩემს თავს აღარ ვგავარ.

სულ ვნატრობ, რომ ნეტა მე დამმართვნოდა. ხათუნა ის ადამიანია, ვინც ყველას გვივლის. მე უფრო გადავიტანდი. ხათუნას ეს არ უნდა მოსვლოდა. შიში მაქვს, სულ მის გვერდით ვარ. ურთულესი პერიოდი გავიარეთ. პანდემიის დროს ურთულესი დეპრესია ჰქონდა, გადაბრუნდა, საერთოდ არ გველაპარაკებოდა არავის. ნინი მაშინ მოსკოვში იყო. სამჯერ საავადმყოფოში მოვხვდით, ერთხელ სადარბაზოშიც წამექცა. ვეღარ ვტოვებდი მარტო. ახლაც მის გვერდით ვარ. სამსახურშიც ვერ დავდივარ, რადგან ვერ ვტოვებ. სულ მაქვს შიში იმის, რომ ეს არ იყოს ბოლო დღე. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. ის ხშირად დამყავს ეკლესიაში, ეზიარება".

8 წლის ელენე სუბელიანს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

აქცია სოფელ ბობოყვათში - ადგილობრივებმა ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს

"მდგომარეობა დამძიმდა... მართვით სუნთქვაზე იმყოფება" - 37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება ესაჭიროება