ავტორი:

"დეკემბრის ბოლოსთვის კოვიდი ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი "ინფექციური მკვლელი" - გამყრელიძე

"დეკემბრის ბოლოსთვის კოვიდი ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი "ინფექციური მკვლელი" - გამყრელიძე

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ისევ ჰგონია, რომ კოვიდი ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია და გრიპზე უფრო მსუბუქი დაავადებაა, ან ამბობენ, რომ საერთოდ არ არსებობს. 1.5 მილიონია დაღუპული კოვიდით მთელს მსოფლიოში, კოვიდმა სიკვდილიანობით ერთ წელიწადში ოთხ დიდ ყველაზე დიდ ინფექციურ მკვლელს გადაასწრო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხშირად აკრიტიკიბენ იმის გამო, რომ შემზღუდველ ღონისძიებებს მხარს უჭერს, თუმცა უფლებათა შორის ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთლობის უფლებაა.

"ტუბერკულოზი 1.6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად, “C” და “B” ჰეპატიტი - 1.4 მილიონს, შიდსი - 800 000 და მალარია 600 000-მდე ადამიანს. კოვიდი დეკემბრის ბოლოსთვის ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი ინფექციური მკვლელი 1 წლის განმავლობაში, რომელმაც შეიწირა ადამიანები. ჩვენ 19 გარდაცვლილი გვყავდა 10 სექტემბრამდე, ნოემბერში გვაქვს განსაკუთრებით მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი, 1400-მდე ადამიანი უკვე შეეწირა კოვიდს. ამ საკითხზე საუბარი რთულია, მე ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ შემზღუდველ ღონისძიებებს მხარს ვუჭერ. მესმის, რომ შემზღუდველი ღონისძიებები მოსახლეობისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით რთულია, თუმცა უფლებათა შორის ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთლობის უფლებაა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რას აცხადებენ საპატრიარქოში ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "შეზღუდულია მასთან შეხვედრები"

"ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

"თუ ტესტი დადებითია და პაციენტი უსიმპტომოა, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია Covid-19-ით" - რატიანი კორონავირუსით ინფიცირებასა და დაავადებას შორის განსხვავებას განმარტავს