ავტორი:

"ინაუგურაციაზე საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღე პირბადე ატარონ" - ჯო ბაიდენი მზადაა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს

"ინაუგურაციაზე საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღე პირბადე ატარონ" - ჯო ბაიდენი მზადაა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის აპირებს, ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღით ტარება სთხოვოს, რაც, მისი აზრით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

"ინაუგურაციის პირველ დღეს საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ. მხოლოდ 100 დღით და არა სამუდამოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვან შემცირებას დავინახავთ. ვაქცინაცია და პირბადის ტარება მნიშვნელოვნად შეამცირებს რიცხვებს," - აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში, ისევე როგორც სატრანსპორტო საშუალებებში, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

ამასთან, ჯო ბაიდენის განაცხადებით, მზად არის, ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს იმისთვის, რომ საზოგადოებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარება შეამციროს.

"ადამიანებმა ვაქცინის მიმართ ნდობა დაკარგეს. მნიშვნელოვანია, რას გააკეთებენ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი," - აღნიშნა ბაიდენმა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე სთხოვა ინფექციური დაავადებების წამყვან ექსპერტს, ენტონი ფაუჩის, რომ ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა გააგრძელოს და კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გუნდის მთავარი სამედიცინო მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს.

ცნობისათვის, აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 14 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 275 000-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე: ობამა, ბუში და კლინტონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ - "მე ვენდობი მეცნიერებას“

"პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პანდემიას გადალახავს" - რას ამბობს ისრაელის პრემიერი, სადაც მოსახლეობას უკვე ერთი კვირაა ვაქცინაცია უტარდება

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ამჯერად ნიგერიაში გამოვლინდა - რა არის ცნობილი ვირუსის ამ სახეობაზე?

ეთიოპიის სამხედრო ძალებმა 42 შეიარაღებული პირი მოკლეს - მომხდარს წინ უძღოდა ეთნიკურ ნიადაგზე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა