ავტორი:

"სამწუხაროდ, ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო" - რას წერს ზურა ჯაფარიძე "გირჩის" დახურულ ჯგუფში

"სამწუხაროდ, ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო" - რას წერს ზურა ჯაფარიძე "გირჩის" დახურულ ჯგუფში

"გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტიის დახურულ "ფეისბუქ-ჯგუფში" სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი და "გირჩის" სხვა რამდენიმე წევრის, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას გზები გაიყო:

"მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ

სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო.

არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში.

წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.

ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა.

გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა," - წერს ზურა ჯაფარიძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"გირჩი" კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი "გირჩი" იქნება - ზურაბ ჯაფარიძე