ავტორი:

საქართველოში იქნება ნორმაზე თბილი ზამთარი - რას პროგნოზირებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში

საქართველოში იქნება ნორმაზე თბილი ზამთარი - რას პროგნოზირებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში, ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მკვეთრად დაკლება.

"სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა კალაძემ ბინა აჩუქა მამა-შვილს, რომლის ფოტომ “ფეისბუქი” მოიცვა

"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბე, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ უნდა დავიტაცო" - კახა კალაძე

წვიმა, თოვლი, ქარბუქი... - საქართველოში ამინდი გაუარესდება