ავტორი:

"17 წლის გოგონას სიკვდილი კოვიდინფექციას არ უკავშირდება" - გაბუნიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა საქმეებზე, სადაც შესაძლოა, გადაცდომა გამოიკვეთოს, დასკვნები თვის ბოლომდე დაიდება

"17 წლის გოგონას სიკვდილი კოვიდინფექციას არ უკავშირდება" - გაბუნიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა საქმეებზე, სადაც შესაძლოა, გადაცდომა გამოიკვეთოს, დასკვნები თვის ბოლომდე დაიდება

ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსულ ინფექციას. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი, როცა ბინაზე ბრიგადა მივიდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 17 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

გაბუნიას თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.

„შესაფერისი პროცედურა აქვს სიკვდილის მიზეზის დადგენას და ესეც დადგინდება. დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც არის ძალიან დამაზარალებელი და დანაშაულის ტოლფასი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე, კოორდინირებულად მივყვეთ იმ პროცედურებს, რომელიც არსებობს, პაციენტების ნაკადები იყოს მართული შესაფერისად, რისთვისაც არის პირველადი ჯანდაცვა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახური და საავადმყოფოს ქსელი. რა თქმა უნდა, არის რთული ამ პაციენტების ნაკადების მართვა, მაგრამ სირთულის მიუხედავად მაქსიმალური მობილიზაციით ეს ხერხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დეზინფორმაციისგან თავი შევიკავოთ და ჩვენც ყოველთვის ვცდლილობთ, რომ როგორც კი არის ცრუ ინფორმაცია, მაშინვე მოხდეს სათანადო განმარტება,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცალკეულ საქმეებზე, სადაც შესაძლოა, გადაცდომა გამოიკვეთოს, დასკვნები სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლომდე დაიდება. უწყებას ამ დროისთვის მხოლოდ წინასწარი შედეგები აქვს, საბოლოო დასკვნები კი პროფესიული განვითარების საბჭოში განხილვის შემდეგ იქნება.

„შემთხვევების შესახებ მოკვლევის შედეგების დადებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. ექსპერტებმა უნდა გააკეთონ შეფასება, რაც გაივლის პროფესიული განვითარების საბჭოს და შემდეგ უკვე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ამას სჭირდება დაახლოებით, სულ მცირე 2 კვირიდან ერთ თვემდე დრო საექსპერტო შეფასებისთვის. შემდეგ არის გარკვეული პროცედურები პროფესიული განვითარების საბჭოში, თუ ეს რჩება პროფესიული განხილვის ფარგლებში. ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიული გადაცდომის შემთხვევებს განიხილავს. თუ სადმე იკვეთება ისეთი გადაცდომა, რომელიც პროფესიულ გადაცდომებს სცილდება, მაშინ ეს ხდება სხვა ორგანოების კომპეტენცია და საქმე შესასწავლად შესაფერის სამსახურებს გადაეცემა. ვფიქრობ, უკვე დასრულებული ანგარიშები დეკემბერში გვექნება. ახლა მხოლოდ წინასწარი შედეგები გვაქვს. საბოლოო დასკვნა საექსპერტო შეფასების საფუძველზე იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა - მსახიობის ფოტო კლინიკიდან

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ხმაური პარლამენტთან - სამოქალაქო ატივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა