ავტორი:

"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?

"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?

სამართალდამცავებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი მოტყუებით იყენებდნენ ცნობილი ადამიანების სახელებს, თითქოს და ისინი ვიზების დამზადებაში ეხმარებოდნენ. ფარულ ჩანაწერში ისინი ახსენებენ პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და ტელეწამყვან გიორგი ჯაჯანიძის სახელებს.

დაკავებული მამაკაცი მომღერალ გია სურამელაშვილის ახლო მეგობარი, ღონისძიებების ორგანიზატორი და მომღერალი ჯიმი მაქაცარიაა. AMBEBI.GE მომხდართან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად ნოე სულაბერიძეს, გია ჯაჯანიძესა და გია სურამელაშვილს დაუკავშირდა.

გია ჯაჯანიძე: "ეს ამბავი დიდი ხანია ვიცოდი, თავიდან შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო. ხშირად თანხის დაკლებაზეც კი დაურეკავთ, იმდენად გავრცელებული იყო ეს თემა. დავიწყე გამოძიება, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ რას მივაკვლევდი. დღეს რომ დამირეკეს ჟურნალისტებმა, მითხრეს, რომ დაკავებულები არიან.

თავიდან მართლა შოკში ჩავვარდი, რა ვიზა, ერთხელ ქალმა რომ დამირეკა, ვკითხე, რა გითხრეს, რამდენს ვიღებ-თქო და 20 ათას დოლარს და იქნებ დამიკლოო. ბოლო დროს ამერიკის ელჩთან ჩავწერე ინტერვიუ ხარაგაულში და რომ ნახეს ტელევიზიით, უფრო დაიჯერეს. ვუხსნიდი ამ ხალხს, ასეთი რამე როგორ შეიძლება, ჩვენც რომ მივდივართ, „იმედი“ ამოწმებს-თქო საბუთებს. ბოლოს აღარც ვნერვიულობდი, ველოდებოდი, რომ ვინმეს დაიჭერდნენ და გაირკვეოდა ეს ადამიანი. აქვე ვიცი, რომ მარტო ჩემზე არა, ბევრ სხვა პოპულარულ ადამიანზეც ამბობდნენ, რომ ეხმარებოდნენ ვიზის გაკეთებაში.

ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია სამართალდამცავი ორგანოებიდან, სიამოვნებით დამკითხონ. კი არ უნდა ვამბობდე, რომ ადამიანის დაჭერა გამიხარდა, მაგრამ რაც მე სტრესი გადავიტანე...

ნოე სულაბერიძე: "მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ პირველად გავიგე ამ თემაზე, ჩემამდე არავინ მოსულა და არვის დაურეკავს. მიხარია, რომ ჩემ სახელსა და რეპუტაციას ზიანი არ მიადგა და ყველაფერი გამოაშკარავდა. არ ვიცნობ მაგ დაკავებულ ადამიანს, მითხრეს, რომ გია სურამელაშვილის ყოფილი პროდიუსერიაო. სურათზე რომ მაჩვენეს, ვერ ვიცანი".

გია სურამელაშვილი: "მე ვიცნობ ჯიმი მაქაცარიას, დაკავებულ მამაკაცს. პროდიუსერი არ ყოფილა ჩემი, ვახლობლობდით, კარგი მეგობარი იყო, პირად საქმეებში არ ვერეოდით. წარმოდგენა არ მქონდა, ასეთ საქმეებში თუ იყო. ძალიან შეწუხებული ვარ, ცოლი ჰყავს, ავადმყოფი დედა და ორი ბავშვი. როგორც მეგობარი - გადასარევი, ტკბილი ადამიანია. მისი საქმიანობის მეორე მხარე არც ვიცოდით. სახლიც კი არ აქვს ბიჭს, შემიძლია შვილიშვილი დავიფიცო, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. რაიმე შემოსავალი თუ ჰქონდა, კეთილსინდისიერად მიხდიდა ჰონორარს და გასტროლებზეც წავუყვანივარ.

ქალი საერთოდ არ ვიცი ვინ არის, ჩვენი წრის არ არის. არც საკუთარმა დედამ და ცოლმა არ იციან. გუშინ დამირეკეს, რომ პოლიცია დაადგა და ჯიმი აიყვანესო. ჩვენი საქმიანობა იყო შოუბიზნესი, ბოლო დროს თავადაც დაიწყო სიმღერა. ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს მეგობრებში და ახლობლებში და გაოგნებულები ვართ, როგორ გაეხვა ამ მაქინაციებში".

"სიძულვილი ჩემთვის უცხოა. ჩემი შვილის მკვლელიც არ მძულს..." - ხევსური პოეტი დიდი ტრაგედიით

"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" - ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა

მერაბ ნინიძე BIFA-ს დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა - რის შესახებაა ფილმი, სადაც შესრულებულმა როლმა ქართველ მსახიობს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა