ავტორი:

#სასწაულიწიგნებშია - რა უნდა ვაჩუქოთ სკოლის მოსწავლეებს საახალწლოდ

#სასწაულიწიგნებშია - რა უნდა ვაჩუქოთ სკოლის მოსწავლეებს საახალწლოდ

სადღესასწაულოდ საჩუქრები ნებისმიერი ასაკის ადამიანს ახარებს. მით უმეტეს, ახალ წელს, როცა ბედნიერებისა და ჯადოსნურობის განცდის სურვილი ბავშვებსაც და უფროსებსაც ერთნაირად გვიჩნდება. ჯადოსნობა და სასწაული კი წიგნებშია. დღესასწაული არის იქ, სადაც წიგნებია. ამიტომ, წიგნი საახალწლოდ საუკეთესო საჩუქარი იქნება.

გთავაზობთ ახალ გამოცემებს სერიიდან „მოსწავლის არჩევანი“, რომელიც მოსწავლეებისათვის საინტერესო ლიტერატურას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით აერთიანებს.

თამრი ფხაკაძე - ანბანი ( I კლასი)

დაიკო ნუცა და ძამიკო ბუცა თეატრიდან გაქცეულ ანბანის თოჯინებს ეძებენ. ბრაზიანმა თეატრის დირექტორმა გაანაწყენა თოჯინები. ბავშვები რომ არა, ისინი ახლაც დაკარგულები იქნებოდნენ. ნუცამ და ბუცამ ბევრი იწვალეს, რათა თოჯინები ეპოვათ და ალბათ, წარმატებას ვერც მიაღწევდნენ, რომ არა მოლაპარაკე კურდღელი, რომელმაც ბავშვებს ჯადოსნური სიტყვები ასწავლა: „ჩიკი, ჩიკი, ჩიკონი, დაკარგულებს ვიპოვი!“

ნუცა და ბუცა შეუდგნენ ანბანის მიხედვით თოჯინების მოძებნას და იცით სად აღმოჩნდა თოჯინა ანი? - ბაჭია აცმაცუნას აგარაკზე, კიდევ იცით, რამდენი საინტერესო ადგილის დათვალიერება მოუწიათ ბავშვებს, დარჩენილი ოცდათორმეტი თოჯინის საპოვნელად?

თოჯინები მადლიერები იყვნენ კურდღელისა და ბავშვების, რომლებმაც საყვარელ თეატრში დააბრუნეს და კიდევ ბევრი წარმოდგენის გამართვის შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ სად დაიკარგნენ თოჯინა ბანი, განი, ჯანი, ან სხვები? ამას უკვე პატარები წიგნის წაკითხვის შემდეგ დაადგენენ.

წიგნი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით.

ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა ( I კლასი)

ეს ცნობილი კლასიკოსის საბავშვო ნაწარმოებია.

კაშტანკა წითური ძაღლია და მელაკუდას წააგავს. თავისი პატრონი ძალიან უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სადილის გარეშე ტოვებს და საკმაოდ დაუდევრადაც ექცევა. ლუკა ალექსანდრიჩი დურგალია და კაშტანკას ყველგან ატარებს, სადაცმიდის. ძაღლი საკმაოდ გონიერია, მაგრამ ერთ დღეს მაინც ეკარგება თავის პატრონს და უცნობის ბინაში ამოყოფს თავს...

წიგნი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით.

რადიარდ კიპლინგი - მაუგლი (IV-Vკლასი)

ადამიანად ყოფნა ველურ გარემოში გამოწვევაა. მაუგლიმ თავი უნდა გადაირჩინოს და დადგება დრო, როცა მოუწევს არჩევანის გაკეთება ადამიანების სოფელსა და ჯუნგლს შორის.

რთული გამოწვევაა, დათმო ოჯახი და მეგობრები, რომლებმაც აღგზარდეს, მაგრამმ აუგლიმ თავისი ადგილი უნდა იპოვოს, აირჩიოს სად დასახლდება. მთავარი კი ისაა, რომ მაუგლიმ იცის, როგორც არ უნდა წარიმართოს მისი ცხოვრება - თავის ხალხს დაუბრუნდება, თუ არა - ჯუნგლი მუდამ მის გვერდით იქნება, პირველი დაძახებისთანავე.

წიგნი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით.

ლუის კეროლი - ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (IV-Vკლასი)

როგორც ჩეშირული ფისუნია არიგებს ელისს, თავგადასავალი ვერ დაიწყება პირველი ნაბიჯის გარეშე. ამრიგად, აუცილებელია სურვილი იმისა, რომ ზღაპარი სინამდვილედ იქცეს. გადადგით პირველი ნაბიჯი ელისის საოცრებათა ქვეყნისკენ და ყველა დიდებული, ჯადოსნური ზღაპარი გაცოცხლდება და განამდვილდება.

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები (IV-Vკლასი)

წიგნი მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწისა და „დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილი ძალიან საინტერესო ისტორიულ მოთხრობას აერთიანებს. ამ მოთხრობებში გაიცნობ სახელგანთქმულ ქართველ მეფეებსა და გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალეს: ააგეს კულტურული ძეგლები, დააფუძნეს ქალაქები, შექმნეს ქართული ენა და დამწერლობა, განავითარეს ლიტერატურა, განავრცეს განათლება და ააშენეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოიგეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრძოლები და გააერთიანეს ქვეყანა.

კენეთ გრემი - ქარი ტირიფებში (II-III კლასი)

„ქარი ტირიფებში” – შოტლანდიელი მწერლის კენეთ გრემის წიგნია, რომელიც 1908 წელს ინგლისში გამოიცა, არნახული აღიარება მოუტანა ავტორს, დღეს კი საბავშვო ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული.საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდა, სანამ ქართულ ენაზე გადათარგმნიდნენ და ქართველი მკითხველიც გაიცნობდა ამ უცნაურ წიგნს – უცნაურს, იმის გამო, რომ ძალზე რთულია ასაკობრივი ცენზი მიანიჭო და გადაჭრით თქვა პატარებისთვისაა დაწერილი თუ დიდებისთვის.

წიგნი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით.

აკაკი წერეთელი - კუდაბზიკეთი და სხვა მოთხრობები (IV-Vკლასი)

წიგნში წარმოდგენილია აკაკი წერეთლის მცირე მოთხრობები და ავტობიოგრაფიული ტექსტი „ჩემი თავგადასავალი“.

ამ მოთხრობებში ავტორი სამშობლოს ბედ-იღბალზე, სირთულეებით აღსავსე მის ისტორიულ წარსულსა და ქართულ ადათ-წესებზე გვიყვება. თუმცა აღსანიშნავია, რომ აკაკი მხოლოდ აღწერით როდი შემოიფარგლება, ხშირად კრიტიკულ შეფასებებსაც გვთავაზობს. მცირე მოთხრობებში სახალისო თავგადასავლებს გაეცნობით, ბავშვების დაკვირვებებსა და შთაბეჭდილებებს გაიზიარებთ.

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები (IV-Vკლასი)

სულხან-საბა ორბელიანის იგავები წარმოდგენილია მის თხზულებაში „სიბრძნე სიცრუისა”. აღნიშნულ ტექსტში მეფის ორი ვაზირის, რუქასა და სედრაქის, კამათი და პაექრობა იგავებით მიმდინარეობს.

არაკები, რომელთაც გაეცნობით, ბევრმ ნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებთ: რა არის პატიოსნება? რას ნიშნავს სიკეთე? არსებობს თუ არა აბსოლუტური ბოროტება? პირადი გამორჩენისათვის გარჯა ჯობია, თუ უანგაროდ სხვისთვის დახარჯვა?

ჩვენ მუდამ გვიხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც კითხვების დასმის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. მთავარი კი ისაა, გავიაზროთ, რა იქნება გაკეთებული არჩევანის საფასური.

ირენ ადლერი - ალისფერი ვარდის საიდუმლო (VI-VII კლასი)

შერლოკ ჰოლმსი, როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო და არა ცნობილი გამომძიებელი, ორ მეგობართან ერთად იძიებდა საიდუმლოებით მოცულ საქმეებს. მაშინ, როცა ამას არავინ ავალებდა, ცნობისმოყვარე და ძალზედ გონებამახვილი შერლოკი, ირენ ადლერთან და არსენ ლუპენთან ერთად, ცდილობდა სიმართლის გარკვევას.მოქმედება ლონდონში ვითარდება, წინასაშობაო დღეებში. ალისფერი ვარდი ლონდონის ცნობილ დანაშაულებრივ ბანდას უკავშირდება, რომლის შესაძლო დაბრუნებაც საზოგადოებაში პანიკასა და ისტერიას იწვევს.

წიგნი გაფორმებულია შავ-თეთრი ილუსტრაციებით.

ირმა მალაციძე - ფრიი! (II-III კლასი)

ბიჭს ფრის ეძახიან, რადგან ბავშვობიდან გაფრენაზე ოცნებობს. მისი ნამდვილი სახელი არავის ახსოვს, ფრიმ ხომ ფრთები გამოიგონა და თავისი სოფლიდან შორს, ძალიან შორს გაფრინდა. იმ ქვეყანაში, სადაც გამომგონებელი ბიჭი აღმოჩნდა პირველეთს უწოდებენ. სულ პატარა ქვეყანაა პირველეთი, თუმცა ახირებული მეფე ჰყავს, რომელმაც გადაწყვიტა იმპერატორი იყოს და პირველიონ პირველი დაირქვა. ფრის თავგადასავალი პირველეთში ძალიან საინტერესოდ იწყება. იქ შეძენილი მეგობრები კი მისი ოჯახის წევრები ხდებიან. სასახლის მსახურები, ფრიდა და კოკ ლოზინი, არასდროს მიატოვებენ ფრის გასაჭირში.

წიგნი გაფორმებულია შავ-თეთრი ილუსტრაციებით.

3 დეკემბრიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად ფენიქსის მეორე ნაწილი „გადატვირთვა“ გამოვიდა

სად შევიძინოთ სერიული წიგნები, რომლებსაც ჟურნალ-გაზეთებთან ერთად ვყიდულობთ

#სასწაულიწიგნებშია - გამომცემლობა "პალიტრა L-ის”  წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს