ავტორი:

"ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო... ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი" - კმაყოფილია თუ არა თენგიზ ცერცვაძე ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით?

"ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო... ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი" - კმაყოფილია თუ არა თენგიზ ცერცვაძე ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით?

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით კმაყოფილია, თუმცა აქვე დასძენს, რომ მისი და ეკატერინე ტიკარაძის პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო.

ამის შესახებ ცერცვაძემ "დღის კურიერში" საუბრისას განაცხადა და უკმაყოფილების მიზეზებზე ისაუბრა.

"ვიცი კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში.

მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ პირადად, არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ.

კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი.. ახლა გადაიჭრა ეს პრობლემა, მან კი არ გადაჭრა, პრემიერმა გადაჭრა... მადლიერი ვარ მთავრობის - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბილაინის მომხმარებლებს მიეცათ ექსკლუზიური წვდომა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ აპლიკაციაზე - Stingray Music

ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელმაც პანდემიის პერიოდში 161 საერთაშორისო კურსი გაიარა - "ღამეს ღამეზე ვათენებდი, როგორც ბოსტონის ფილიალზე ხუმრობენ, ისე გამქონდა სერტიფიკატები"