ავტორი:

"თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“ - ნიკა მელია

"თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“ - ნიკა მელია

"ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით დაიძლევა - არავინ ოპოზიციიდან ივანიშვილს ფასადად არ გამოვადგებით", - აღნიშნული განცხადება “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მელიას აზრით, “ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს, რადგან “რეალობას თვალს ისინიც კი უსწორებენ“.

“ხელისუფლებამ ჩვენი წინადადებები იცის, მაგრამ ხელისუფლება დუმს. ხელისუფლებამ, რომელმაც 31 ოქტომბერს გიგანტური ანტისახელწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, რაც არჩევნების ჩაუტარებლობაში გამოიხატა, პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ამ პოლიტიკურ კრიზისს დაძლევა უნდა - კრიზისი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებით დაიძლევა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

მან აქვე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ლეგიტიმაცია მიენიჭოს ხელისუფლებას, რომელმაც არჩევნები კი არ მოიგო, არამედ დაიწერა.

“ბიძინა ივანიშვილს ან მოპარულ არჩევნებს ვუკანონებთ, ან ის იძულებული გახდება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშოს. სხვა გამოსავალი მას არა აქვს. თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, "ლელოს" ოფისში ამ წუთებში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

"დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა" -  რას წერს ნიკა მელია?

"თუ ფრიდონ ინჯია ​პარლამენტში შესვლაზე დათანხმდება, პარტიის დატოვება მოუწევს, სხვა ბიზნესმენები კი, მხოლოდ შემომწირველები იყვნენ" -  ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ  დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ ცესკოს მიმართეს