ავტორი:

მინსკში საპროტესტო აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში გამართული არასანქცირებული მიტინგის დროს, სამართალდამცავებმა მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის დარღვევისთვის 300 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ქალაქის აღმასკომის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განყოფილების ხელმძღვანელმა ალექსანდ კუპჩენიამ განაცხადა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ზოგიერთი ადრე უკვე იყო პასუხისგებაში მიცემული მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ცალკეულ პირები კი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმართება, რომლის მონაწილეები არჩევნების შედეგს უნდობლობას უცხადებენ, რომლის მიხედვითაც 80.1 %-ით გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა.

დიდ ბრიტანეთში დღეიდან კოვიდ 19-ზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

რუსეთის სასამართლომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა

დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ხვალიდან იწყება - ვის აცრიან პირველ ეტაპზე?