ავტორი:

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის სამი მოთხოვნა - რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს  სრული რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, უცვლელი რჩება

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის სამი მოთხოვნა - რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს  სრული რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, უცვლელი რჩება

გიგი უგულავა ჩვენი მოთხოვნები არსებითად უცვლელი რჩება, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს სრული რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი - სამივე არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ვერ მოხდება

"ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა ისევ უცვლელია, ეს ეხება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცესკო-ს ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

როგორც უგულავამ "ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სამივე საკითხი არის ერთიანი, რომლის დანაწევრება ვერ მოხდება.

"ელჩებთან შეხვედრა იქნება. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმ წინადადებებზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი წინადადებები შედგება რამდენიმე ბლოკისგან. ის, რაც საზოგადოებამ იცის, იმის დეტალიზაციაა. ჩვენი მოთხოვნები არსებითად უცვლელი რჩება. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი - რიგგარეშე არჩევნები, ამ რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის გზები. ხაზს ვუსვამ, რიგგარეშე არჩევნები ოპოზიციის საერთო, მთავარ მოთხოვნად რჩება. მეორე, ეს არის სრული რეფორმა ცესკოს და საარჩევნო ადმინისტრაციის და მესამე, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი.

ეს არის 3 ძირითადი თემა, რომლითაც გამოგლეჯვა ვერ მოხდება. ვერ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, თუ ცესკო არ შეიცვლება და რეფორმა არ მოხდება. მარტო ცესკოს რეფორმა რომ მოხდეს და არჩევნები არ იყოს, ეს ვერ იქნება, რადგან საზოგადოება ელის გაყალბებული არჩევნების შედეგად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. ამიტომ, ცალკე აღებული ეს ვერ იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები ვერ გახდება სავაჭრო საგანი. შესაბამისად, სამივე საკითხი არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ვერ მოხდება. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ როგორ უნდა მივიდეთ აქამდე, მათ შორის მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, სახე შეინარჩუნოს“, - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი იფუნქციონირებს, ეს სრული პოლიტიკური დეგრადაცია იქნება.

"ამიტომ, „ქართული ოცნების“ საჯარო განცხადებებიდან არაფერს წყვეტს, რადგან მათ ნათქვამს უბრალოდ დიდი ფასი არ აქვს. ისინი სიტუაციის მიხედვით მოქმედებენ და სიტუაცია მათთვის აბსოლუტურად ასარასახარბიელოა. ჩვენ შევდივართ იმ ღრმა კრიზისში, რასაც ჰქვია პოლიტიკური დეგრადაცია და თუ გვექნება ერთპარტიული პარლამენტი, ეს იქნება სრული პოლიტიკური დეგრადაცია“, - განაცხადა უგულავამ.

"ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს" - რა პროცესებს აანონსებენ ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკების შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ეს უმაღლესი რანგის ტრაგედიაა - მივიღეთ უხეში მკლავჭიდი თუ კრივი რინგზე, ასეთი ხელისუფლება ქვეყნის მართვას მესამე ვადით ვეღარ გააგრძელებს" - დავით უსუფაშვილი