ავტორი:

"გირჩი" არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს" - იაგო ხვიჩია

"გირჩი" არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს" - იაგო ხვიჩია

"სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები პარტიის დანარჩენ ლიდერებს უბრალოდ ტალახს ესვრიან. ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება უკან ქვა, რომელიც არის სიმართლე", -ამის შესახებ "გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ამ შემთხვევაში, "სიმართლე მათ მხარეს არის“.

"გირჩი არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს. ზოგადად, ვინც მე მიცნობს ყველამ იცის, რომ არაკვალიფიციურობას მაინც და მაინც არ ვაფასებ. ამ ნიადაგზე ყოფილ თანამშრომლებთან ხშირად მომდიოდა გაუგებრობები, რადგან არაკვალიფიციურობას მაინც და მაინც ვერ ვიტან. შესაბამისად, ასეთი ხშირად ხდება ყველა ორგანიზაციაში. როდესაც ადამიანები რაღაც პერიოდის მერე დაშორდებიან, მერე ზოგიერთი ფიქრობს, რომ ძველი ამბების ცალმხრივად მოყოლა, მტყუან- მართალის გარჩევის გარეშე და ტალახის სროლა ნორმალურია. სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები ასე იქცევიან და პარტიის დანარჩენ ლიდერებს უბრალოდ ტალახს ესვრიან. ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება უკან ქვა, რომელიც არის სიმართლე. ამ შემთხვევაში, სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, პარტიაში მიაჩნიათ, რომ დავის გადაწყვეტის ძირითადი გზა "გირჩის“ წევრების, ამომრჩევლების ჯგუფში საუბარი და შეთანხმების მიღწევაა.

"როგორც წესი, სისულელეებს არ ვპასუხობ. მეორე, როცა რაღაც "თანამდებობა მივიტაცე“, უნდა მითხრან, რა თანამდებობა მივიტაცე ზოგადად. თუმცა, ამის ასე განხილვას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს „გირჩის“ შიდა ჯგუფი, 15 ათასი ადამიანი, ჩვენი ამომრჩევლები იქ არიან. მეც, ვახო მეგრელიშვილმაც, სანდრო რაქვიაშვილმაც გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხს ველაპარაკოთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ზოგადად, ყოველდღიურად, 20:00 საათზე გვექნება ჩვენი შეხვედრები და რასაც ვხედავთ, რას ვიტაცებდით და რას არ ვიტაცებდით, ამას ავუხსნით. ტელევიზორში ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ გვინდა. საჯაროდ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, მაგრამ ჩვენ გუნდს უნდა ვესაუბროთ შიგნით, ვისაც ეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ ამ საუბარს დაესწროთ. ჩვენ ძალიან გულწრფელები ვართ. რამდენიმე საათის განმავლობაში ვხსნით და მთელი თვე ასე იქნება. ყველაფერი გახდება „გირჩის“ შესახებ მისი დაფინანსების დღიდან ცნობილი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, "გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება" დააფუძნა - "ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება..."

ჯანმო-ს დირექტორსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

"ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლა" - ხუხაშვილი მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევაზე