ავტორი:

რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - პოლიტიკოსების განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ

რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - პოლიტიკოსების განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პოლიტიკოსებმა კომენტარები ჟურნალიტსებთან გააკეთეს. გაგაცნობთ მათ განცხადებებს:

  • არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე

"ეს შეხვედრა ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას უკავშირდება , რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მე მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების ისე შეჯერებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება.

განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ არაერთხელ და რასაკვირველია ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს "ქართული ოცნება" არ განიხილავს. ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ.

პანდემიიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ გააკეთა თავისი არჩევანი 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში და არ გვაქვს საფუძველი ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. ჩვენ ჩვენი საჯარო პოზიცია ამასთან დაკავშირებით უკვე დავაფიქსირეთ, განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის პლებისციტს "ქართული ოცნება" არ განიხლავს."

  • ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი

"საინტერესო შეხვედრა გვქონდა განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ პირობაზე ვართ შეთანხმებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ელჩებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ პროცესში.

შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალაც შედგება. დიდი იმედი გვაქვს, ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება.

ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზები არსებობს, ეს წითელი ხაზები უკავშირდება არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საუფუძველს, დროც არ არის ბევრი დარჩენილი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოოდ, ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“

  • ზურაბ ჯაფარიძე - პარტია "გირჩის" ლიდერი

"პუნქტებად გავიარეთ "ქართული ოცნების“ წინადადებაც და ოპოზიციის წინადადებაც. იყო რაღაც საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ დარჩა ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. არ მაქვს იმის უფლება, რომ დეტალები გითხრათ, მაგრამ ახლა, იმის თქმა შემიძლია, რომ პუნქტობრივად გავიარეთ, არის რაღაც პუნქტები, რაზეც თანხმობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია."

  • დავით ბაქრაძე - "ევროპული საქართველოს" ლიდერი

"დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხართ, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა. ამიტომ გაგრძელდება პროცესი. ხვალ იქნება მომდევნო შეხვედრა და იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება, დეტალები გავაცნოთ საზოგადეობას."

  • ბადრი ჯაფარიძე - "ლელო საქართველოს" ლიდერი

“სასარგებლო შეხვედრა იყო. ეს ნიშნავს, რომ რაღაც საკითხებზე პოზიციები დავაახლოვეთ. განსხვავებები რჩება. ჩვენ არ გაქვს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რა საუბარიც გვქონდა შიგნით, მოლაპარაკების დროს, ეს საუბარი დეტალურად გამოვიტანოთ. ამიტომ, თქვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გავცემ."

  • გრიგოლ ვაშაძე - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

“ელჩებმა თქვეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან. მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს იმიტომ, რომ მოლაპარაკებები თუ არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში. Ჩემთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს. “ქართული ოცნების” მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია 1 ნოემბრიდან საუბრობს."

  • შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი

"ძალიან გთხოვთ, ნუ, დამარღვევინებთ საერთაშორისო ეტიკეტს. ჩვენ შევთანხმდით ელჩებთან, რომ დეტალებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ, იმისთვის, რომ შედეგები მალე მივიღოთ. შედეგები გვინდა და არა ის, რომ ამ წუთში დეტალებზე ვისაუბროთ. თითქოს, რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა და შესაბამისად, ამ მიზანს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს. ჩემი ამოცანა და მიზანია არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არსებობდეს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ცესკო კომპლექტდება არჩევნების წინ და შემდეგ იშლება, ამ დონემდე უნდა მივიდეთ. ჯერჯერობით, არ არის საუბარი, კომპრომისზე, დათმობასა ან რეგრესზე, საუბარი არის იმაზე, რომ გველოდება მეოთხე რაუნდი."

"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის

"ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით" - გიგი უგულავა

ვინ შეიძლება შევიდეს პარლამენტში ოპოზიციიდან და რას აცხადებენ ამის თაობაზე სხვა ოპოზიციონერი ლიდერები?