ავტორი:

პირველი ბრიტანელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის ქალია - "ახლა შევძლებ ახალი წელი ოჯახთან ერთად გავატარო"

პირველი ბრიტანელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის ქალია - "ახლა შევძლებ ახალი წელი ოჯახთან ერთად გავატარო"

პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის მარგარეტ კინანი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მარგარეტ კინანს ვაქცინაცია კოვენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ჩაუტარდა.

"თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რადგანაც ვარ პირველი ადამიანი, ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მალე დაბადების დღე მაქვს და ეს დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს შევძლებ ვნახო ოჯახის წევრები და მეგობრები და მათთან ერთად დრო გავატარო, აღვნიშნო ახალი წელი მათ გვერდით", - ამბობს მარგარეტი.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი.

Pfizer/BioNTech-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია.

Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს - რას უკავშირდება გლობალურად წარმოქნილი პრობლემა

ალბანეთში მომიტინგეებმა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაწვეს - მოქალაქეები კომენდანტის საათის დარღვევის გამო პოლიციელთა მიერ 25 წლის მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ

ავღანეთში ჟურნალისტი მალალაი მაივანდი და მისი მძღოლი მოკლეს