ავტორი:

ადგილები, სადაც კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის გაკეთება შეგიძლიათ

ადგილები, სადაც კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის გაკეთება შეგიძლიათ

საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტის ჩატარების მასშტაბები ბოლო კვირებში მნიშვნელოვნად გაზრდილია. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მიზანია, რომ დღეში დაახლოებით, 20 ათასი ტესტი გაკეთდეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის გაკეთება დაახლოებით, 200-ზე მეტ ადგილასაა ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელი.

"ქვეყნის დაახლოებით 200-ზე მეტ ადგილას ხელმისაწვდომია დღეს ტესტირება, მხედველობაში მაქვს ანტიგენის ტესტირება, ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე, თბილისში, დაახლოებით, 42 ამბულატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 150-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ეს და არის უფასო. სიმპტომებიან ადამიანს შეუძლია მიმართოს, როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე ყოველგვარი დანიშნულების გარეშე, მივიდეს თვითდინებით", - აცხადებს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კი აქვეყნებს იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსის ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩამონათვალი შეგიძლით ნახოთ ბმულზე ncdc.ge

კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა და 13 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ევიპდვითარება რეგიონებში

თსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა

რა ახალი რეგულაციები შედის ძალაში 19 ივლისიდან?