ავტორი:

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)

„მაქვს პროდუქტი, შემიძლია მომსახურება, მჭირდება რეკლამა“ - სიტყვათა ეს ჯაჭვი ყველა მცირე თუ დიდი ბიზნესისთვის ნაცნობია. რაც უნდა ცნობილი და წარმატებული იყოს ბრენდი, რეკლამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მცირე ბიზნესისა თუ სტარტაპერებისთვის კი ერთადერთი საშუალებაა, რომ თავიანთი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს გააცნონ.

დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია ონლაინრეკლამა - ანუ რეკლამა ციფრულ სამყაროში, გუგლით დაწყებული ტიკ-ტოკით დამთავრებული. ცხოვრება ინტერნეტრესურსების გარეშე უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია; განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, როცა გარესამყაროსთან დაკავშირების ყველაზე უსაფრთხო საშუალება სწორედ ვირტუალური პროგრამებია.

რადგან ყველაზე მეტი ადამიანი ვირტუალურ სივრცეში იყრის თავს -სხვადასხვა საიტზე ინფორმაციას ეცნობა, ფეისბუქზე სტატუსს ანახლებს თუ ინსტაგრამს სქროლავს, რეკლამისთვის ყველაზე კარგი ადგილი სწორედ ციფრული სამყაროა. ამ ფაქტს ამყარებს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც გასული წლის მონაცემებით ადამიანი დღეში საშუალოდ 144 წუთს ატარებს ვირტუალურ სივრცეში.

რა ტიპის რეკლამა სჭირდება ჩემს ბიზნესს და სად უნდა განვათავსო?

ამ კითხვაზე პასუხი თქვენზე უკეთ არავინ იცის, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მიმართულება მოგცეთ. სანამ რეკლამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვას დაიწყებთ, თქვენ თავს ჰკითხეთ: რას ვყიდი, ვის უნდა მივყიდო და სად არის ის, ვისაც უნდა მივყიდო? ამის შემდეგ თქვენს ბიუჯეტსაც გადახედეთ. არ იფიქროთ, რომ მცირე ბიუჯეტით რეკლამის შექმნა-გავრცელება შეუძლებელია. მეტიც, არსებობს პლატფორმა, სადაც რეკლამის განთავსების მინიმალური ფასი 1 ლარია... ამაზე ქვევით ვისაუბრებთ, მანამდე კი 3 ტიპის ყველაზე მარტივად გასაკეთებელ და დაბალბიუჯეტიან რეკლამებს, მათს დადებით და უარყოფით მახასიათებლებს გაგაცნობთ.

როგორც ვხედავთ, თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ფეისბუქი და ინსტაგრამი სოციალურ ქსელებს მიეკუთვნება. აქ განთავსებული რეკლამა წარმატებას აღწევს იმ შემთხვევაში, თუკი სწორად არის შერჩეული როგორც რეკლამის შინაარსი და ვიზუალური მხარე, ასევე მიზნობრივი აუდიტორია.

ბოლო დროს თითქმის ყველა დიდი თუ პატარა კომპანია იყენებს ფეისბუკსა თუ ინსტაგრამში რეკლამის გაშვების ფუნქციას. რაც უფრო იმატებს რეკლამების რაოდენობა, მით უფრო იზრდება კონკურენცია, ამიტომ კომპანიები უკვე ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ რეკლამაში გადახდილი თანხა დღეს ისეთ შედეგს ვეღარ აჩვენებს, როგორც რამდენიმე წლის წინ. ამას თან ერთვის ისიც, რომ სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილს რეკლამებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდება, რაც ბრენდისადმი დამოკიდებულებაზეც ახდენს გავლენას. უფრო მეტიც, რეკლამების სიჭარბე ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მომხმარებელთა ნაწილი სოციალურ ქსელებს ტოვებს.

რაც შეეხება ბიუჯეტური რეკლამირების მესამე საშუალებას - ეს არის პლატფორმა adword.ge, რომელიც რეკლამის არა სოციალურ ქსელში, არამედ ყველაზე მაღალრეიტინგულ საიტებზე განთავსების საშუალებას გაძლევთ, როგორიცაა: ambebi.ge, IPN.ge, intermedia.ge, bpn.ge, mkurnali.ge, gemrielia.ge, marao.ge და ა. შ. მათდამი ნდობის მაღალი ხარისხი, კომპანიის იმიჯზეც დადებითად მოქმედებს და რეკლამაც უფრო ეფექტიანია.

adword.ge-ზე რეკლამის შექმნა და ატვირთვა ყველა სხვა პლატფორმასთან შედარებით გაცილებით მარტივია. საკმარისია საიტზე რეგისტრაციის გავლა, რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსება და იმ საიტისა თუ საიტების შერჩევა, რომლებზეც გსურთ, რომ თქვენი რეკლამა გამოჩნდეს.

თუკი ფეისბუკ- და ინსტაგრამრეკლამაში ცვლილების შეტანა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, adword.ge-ზე საშუალება გაქვთ ნებისმიერ დროს შეცვალოთ თქვენი სარეკლამო მასალა, თანაც ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.

როგორც აღვნიშნეთ, adword.ge-ზე რეკლამის განთავსება სავსებით ხელმისაწვდომია. რეკლამის გასაშვებად საკმარისია ბალანსზე გქონდეთ სულ მცირე 1 ლარი. ბალანსზე არსებული თანხა გახარჯვას მხოლოდ მაშინ დაიწყებს, რაც თქვენს რეკლამას მომხმარებელი დააკლიკავს, ანუ რეკლამა თავის ფუქნციას შეასრულებს. 1 კლიკის საფასური 5 თეთრია.

ყველა ზემოჩამოთვლილ უპირატესობასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ შეგიძლიათთვალყური ადევნოთ სტატისტიკას: რამდენმა ადამიანმა დააკლიკა თქვენს რეკლამას, რა ოდენობის თანხა გაიხარჯა, რამდენი დაგრჩათ ბალანსზე და ა. შ. ეს ყველაფერი გეხმარებათ ობიექტურად შეაფასოთ თქვენი მარკეტინგული სტრატეგია, გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა და ახალი მომხმარებლები შეიძინოთ.

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან