ალეკო ელისაშვილი: "ამ უსინდისობებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ"

ალეკო ელისაშვილი: "ამ უსინდისობებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ"

"ამ უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ, - ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ის კომენტარს ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

"ახლა შევდივაერ ელჩებთან, გამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი... ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით“, - განაცხადა ელისაშვილმა.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ხმაური იყო - არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი

"ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს?! ის არის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერი" - გიგა ბოკერია

"ბატონი ელისაშვილი თვითლუსტრაციას აღარ საჭიროებს, შემდეგში შეუძლია კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი" - გიგა ბოკერია