ავტორი:

#სასწაულიწიგნებშია - 9-15 დეკემბერს გამომცემლობა "პალიტრა L“ მკითხველს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

#სასწაულიწიგნებშია - 9-15 დეკემბერს გამომცემლობა "პალიტრა L“ მკითხველს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

დღესასწაული არის იქ, სადაც წიგნებია. ლიტერატურული თავგადასავალი კი საუკეთესო საახალწლო საჩუქარია. სწორედ ამიტომ, გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველს მორიგ აქციას სთავაზობს. 9-15 დეკემბერს სერიების: „მოსწავლის არჩევანი“, „ლიბერკიდსი“, „კლასიკა მოკლედ“ და სხვა საბავშვო-საყმაწვილო წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

ფასდაკლებული წიგნების სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/36SISWv

ფასდაკლებული წიგნები გაიყიდება "ბიბლუსის" მაღაზიებსა და www.biblusi.ge-ზე.

ასევე, ქალაქებში, სადაც შეზღუდვების გათვალისწინებით, დაკეტილია „ბიბლუსის“ მაღაზიები, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ე.წ. „Take away/თან წაიღე“ სერვისით.

ქვემოთ გთავაზობთ ინფორმაციას წიგნებზე იმ სერიებიდან, რომლებზეც აღნიშნული აქცია ვრცელდება.

კლასიკის შემოკლებული ვარიანტების გამოცემა მსოფლიო მასშტაბით მიღებული და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ეს კლასიკურ ლიტერატურასთან მიახლოების მარტივი გზაა. კლასიკა-მოკლედ, უპირველეს ყოვლისა, გათვლილია მოზარდებზე, რომლებიც დიდ წიგნებთან შეხებას იწყებენ. სერია "კლასიკა-მოკლედ"არ არის წიგნის ადაპტირებული გამოცემა, არამედ გამორჩეულია იმით, რომ ინარჩუნებს ავტორის სტილს, წერის მანერას, ორგინალური ტექსტის თავისებურებებს. ის გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მინიმალურ დროში მაქსიმალური წარმოდგენა შეიქმნათ ამა თუ იმ კლასიკოსის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე, გაეცნოთ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, რომლებმაც წლებსა და საუკუნეებს გაუძლო. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა "კლასიკა-მოკლედ" - წიგნების ილუსტრირებული კოლექცია.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს ყველა მოზრდილი გაქრა და მხოლოდ ბავშვები დარჩნენ ქალაქში. როგორი იქნებოდა ბავშვების ცხოვრება უფროსების დარიგებებისა და დატუქსვის გარეშე? ამ ქალაქს უიფინგტონი ჰქვია და აქ უცნაური ამბავი იწყება. ერთ დილით გაღვიძებული ლუსი აღმოაჩენს, რომ მისი დედიკო უკვალოდ გაქრა. საზრიანი გოგონა ხვდება, რომ დედა მის გარეშე არსად წავიდოდა, მაგრამ...

წიგნი გამოიცა სერიაში „ლიბერკიდსი“, რომელიც 8-12 წლის ბავშვების საკითხავ ლიტერატურას აერთიანებს. ეს სერია პატარა მკითხველს განსაკუთრებულ, იდუმალ, თავგადასავლებითა და მხიარულებით აღსავსე სამყაროში ეპატიჟება.

ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“

წიგნი გამოცემულია სერია „მოსწავლის არჩევანის“ ფარგლებში. სერიაში ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები ასაკობრივად არის დაჯგუფებული.

ეს წიგნი სავსეა საოცარი პასუხებით! იუმორისტული ილუსტრაციები და დაუჯერებელი ფაქტები ჩვენი ოკეანეების ყველა განსაკუთრებულ, გასაოცარ და სახალისო ამბავს მოუყვებიან პატარა მკითხველს.

„მომეცა მოტივაცია, რომ უფრო მეტი მონდომებით ვწერო“ - ნიკოლოზ ცისკარაშვილის წიგნი მკითხველთან შესახვედრად მზად არის

5 რამ, რაც დაგარწმუნებთ, რომ საქმიან დღიურს ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია

ვინ იყო ქართველი გენერალი, რომელმაც ირანის რეგულარული არმია შექმნა