ავტორი:

ავარია ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე - შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ავარია ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე - შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ბათუმი - ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედინაში" გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი მძიმე ტრავმები აქვს მიღებული.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კახეთში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

სენაკში, პურის საცხობში აფეთქება მოხდა - არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა