ავტორი:

ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

ორი თვის წინ კორონავირუსმა მსოფლიოს დონის სპეციალისტი შეიწირა. მისი საქმიანობა იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ ბოლომდე ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების შესახებ. სურამში დაბადებულმა ავთანდილ წიწუაშვილმა (იგივე იცხაკ ილანმა) უამრავი საიდუმლო წაიყოლა სამუდამოდ თან. იცხაკ ილანის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს. ამ შემთხვევაში, ისტორიულ სამშობლოს - ისრაელს.

ქართველი ებრაელი ავთანდილ წიწუაშვილი 1956 წელს სურამში, ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ რაბინ გაბრიელ დავარაშვილის შვილიშვილი. ხოლო პაპის ძმა, რაბინი მოშე დავარაშვილი გასული საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზეც აქვს ხელი მოწერილი. მეორე პაპის ძმა, იაკობ დავარაშვილი საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში.

ავთო წიწუაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, მისი დამთავრებისთანავე, 1973 წელს ოჯახთან ერთად ისრაელში გადასახლდა. სწავლობდა იერუსალიმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და თითქმის ორმოცდაათი წელი ემსახურა მის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. 1976-1980 წლებში იგი მსახურობდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ახალგაზრდა ავთანდილ-იცხაკი თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას: ქართულს, რუსულ, ინგლისურს, არაბულსა და ივრითს. ჩემი აზრით, ამ გარემოებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი მის მომავალ ცხოვრებაში.

1982 წელს, უკვე სამოქალაქო ყოფას შეჩვეული იცხაკი მოულოდნელად ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურში (ანუ "შაბაკში") დაიბარეს და ხანგრძლივი გასაუბრების შემდეგ "საბჭოთა განყოფილებაში" (საბჭოთა კავშირის შპიონაჟის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფი) სამსახური შესთავაზეს. აქ მცირე გადახვევას გავაკეთებ, რათა ერთად გავიხსენოთ. ისრაელმა, რომელიც დაარსების პირველ წლებში სოციალისტური ორიენტაციის იყო, სპეცსამსახურების სახეობები და სტრუქტურა საბჭოთა კავშირის ანალოგიურად ააგო. საგარეო დაზვერვა ("მოსადი"), კონტრდაზვერვა ("შაბაკი") და სამხედრო დაზვერვა ("ამანი") ახლად შექმნილი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტებად იქცა. მაშინაც და დღესაც ისრაელის სპეცსამსახურები გამოირჩეოდა და გამოირჩევა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგან. იგი არის მცირერიცხოვანი და მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ამავე დროს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ისრაელის სპეცსამსახურების თანამშრომლები სამშობლოს განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას ფანატიკურები სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს უმძლავრეს სპეცსამსახურებს შორის ებრაელებს ისტორიულად ყველაზე ნაკლები მოღალატე ჰყავთ!

აი, სწორედ ასეთ სტრუქტურაში მიიწვიეს "სურამელი ჭაბუკი", რომელიც 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით ანუ, ფაქტობრივად, ოცდათხუთმეტი წელი, ერთგულად ემსახურა ისრაელის უსაფრთხოებას. გააგრძელეთ კითხვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატების ფორმულა

67 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა