ავტორი:

3 ფაქტორი, რომელიც ბუასილის განვითარებას უწყობს ხელს და რჩევები, როგორ დაიცვათ თავი დაავადებისგან

3 ფაქტორი, რომელიც ბუასილის განვითარებას უწყობს ხელს და რჩევები, როგორ დაიცვათ თავი დაავადებისგან

ბუასილი იმ დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია და ამავდროულად, რომელზეც ყველაზე ცოტას ლაპარაკობენ. მიზეზი ისაა, რომ ეს არის დელიკატური პრობლემა და მასზე საუბარი ბევრს ეუხერხულება, ექიმთან კონსულტაციაზე მისვლისგანაც კი თავს იკავებენ, თვითმკურნალობას მიმართავენ და საბოლოოდ საკმაოდ დიდ გართულებამდე მიდიან.

საზოგადოებაში ჰემოროიდულ დაავადებასთან დაკავშირებული არაერთი მითი არსებობს. მაგალითად, ბევრს ჰგონია რომ ბუასილი ადამიანებს უბრალოდ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ სერიოზული დაავადება არაა, ზოგი ფიქრობს, რომ გენეტიკური განწყობა არ აქვს ან დიდი წონა არ აწუხებს და შესაბამისად, ბუასილი არ დაემართება, თუმცა რეალურად ჰემოროი არის დაავადება, რომელიც შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, მისი საბოლოო განკურნება საკმაოდ რთულია და თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, საკმაოდ სერიოზული გართულებების წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური უკანასკნელი წლის განმავლობაში გახდა, რადგან პანდემიის გამო ძალიან ბევრი ადამიანი სახლში აღმოჩნდა, შეიზღუდა მათი ფიზიკური აქტივობა და ხშირ შემთხვევაში დაირღვა ჯანსაღი კვების რეჟიმიც. თუ გსურთ რომ ჰემოროიდული დაავადებისგან დაზღვეული იყოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი სამი ფაქტორი და მკაცრად დაიცავით რეკომენდაციებიც.

მჯდომარე ცხოვრების წესი

ეს პირველია, რაც ჰემოროიდული დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ამჟამინდელი შეზღუდვებიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნება, თუმცა ეცადეთ სახლში ყოფნის დროსაც არ იჯდეთ მთელი დღის განმავლობაში. მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ აუცილებლად უნდა ადგეთ და 10 წუთი იაროთ, ივარჯიშოთ. ასე ჰემოროიდული დაავადების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

არაჯანსაღი კვება და ბევრი ალკოჰოლი

აღნიშნული ორი ფაქტორი ჰემოროდიული დაავადებისგან თავის დასაცავად უმნიშვნელოვანესია. სწრაფი კვების პროდუქტები, ბევრი ცომეული და ტკბილეული, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები, ცხარე და მწარე კერძები – თითოეულ მათგანთან აუცილებელია ზომიერების დაცვა. სანაცვლოდ უნდა მიირთვათ დიდი რაოდენობით უჯრედისით მდიდარი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული.

მოუწესრიგებელი კუჭის მოქმედება

კუჭის მოქმედება უნდა იყოს რეგულარული. დეფეკაცია ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს უნდა ხდებოდეს ზედმეტი დაჭიმულობის გარეშე. თუ კვებით ვერ ახერხებთ ამ საკითხის მოგვარებას, გამოიყენეთ მედიკამენეტებიც. არასდროს შეიკავოთ თავი კუჭის მოქმედებისგან, ეს შეკრულობის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს, შეკრულობა კი ჭინთვებს უწყობს ხელს. კუჭის მოქმედების შემდეგ საფლეთქის გამოყენების ნაცვლად, დაიბანეთ თბილი წყლით.

მთავარი რჩევა ჰემოროდიული დაავადებისგან თავის დასაცავად კი არის მისი მკურნალობა პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. ამ დროს მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ ადგილობრივი გამოყენების სანთლები და მალამო, რომლებიც დაავადების განვითარებას შეუშლის ხელს და მის მკურნალობას საწყის ეტაპზევე მოახდენს. მეტად ეფექტურია „რეპარონის“ სანთლები და მალამო, რომლებიც სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებითაა დამზადებული და არ შეიცავს ჰორმონსა და ანტიბიოტიკს. აღნიშნული პროდუქტი უსაფრთხოა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშიც, ხანგრძლივად გამოყენების დროსაც, რადგან პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად. შემადგენლობიდან გამომდინარე პრეპარატი ძალიან ეფექტურია და სრულიად არაა საზიანო, სწრაფად ხსნის ტკივილს, შეშუპებას, დისკომფორტს და ხელს უწყობს კვანძის დაპატარავებას.

იკვებეთ ჯანსაღად, მიიღეთ ბევრი სითხე, იყავით აქტიურები და ჰემოროდიული დაავადება არ შეგაწუხებთ. რეკომენდაციების დაცვა კი განსაკუთრებით მათთვის არის მნიშვნელოვანი, ვისაც გენეტიკური განწყობა აქვს. რადგან ჰემოროდიული დაავადების განვითარებაში გარკვეული როლი გენეტიკურ ფაქტორს აქვს.

სილქნეტი გიგაბიტ LTE ინტერნეტს თავისი მობილური ქსელის მილიონობით აბონენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს

აარჩიე, აჩუქე და გაახარე მთელი გულით

სად შეიძლება შევიძინოთ ხარისხიანი სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად?