ავტორი:

"ოპოზიცია რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს" - რას ამბობს ახალარჩეული პარლამენტის უხუცესი წევრი, რომელიც, დიდი ალბათობით, პირველ სხდომას წარუძღვება

"ოპოზიცია რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს" - რას ამბობს ახალარჩეული პარლამენტის უხუცესი წევრი, რომელიც, დიდი ალბათობით, პირველ სხდომას წარუძღვება

როგორც ცნობილია, 11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს და იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ოპოზიცია ბოლო წუთამდე უარს იტყვის მანდატებზე და ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, სხდომას ყველაზე უხუცესი წევრის - ბუბა კიკაბიძის ნაცვლად, წაიყვანს ლადო კახაძე, რომელიც kvirispalitra.ge-სთან პარლამენტზე, "ქართული ოცნების" "ჰუმანურ 8 წელსა" და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბრობს:

- როგორც იცით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვა, სხდომას მე წარვუძღვები, როგორც ასაკით ყველაზე უფროსი წევრი. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, რასაკვირველია, კმაყოფილი არ ვარ. ჯერ ერთი, იმ ვალდებულებას უნდა გაუძღვნენ, რომელიც მათ ხალხმა აღებული ხმების მიხედვით დააკისრა, მეორეც, ის რიტორიკა არ მომწონს, როდესაც ყველგან გაიძახიან, მონოპარტიული პარლამენტი იქნებაო. ეს ტყუილია, სიცრუეა და მოსახლეობამაც კარგად იცის - პარლამენტი, დე იურე არის მრავალპარტიული და 9 პარტიაა არჩეული, უბრალოდ, პირველ სხდომას ასეთი მოდიფიკაცია ექნება: მრავალპარტიული პარლამენტი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი, ერთი - ვალდებულების შემსრულებელი, ანუ ხელისუფლება და მეორე ნაწილი, რომელიც ამ ვალდებულებას გაექცა და ცარიელი სკამები და გამოუყენებელი მიკროფონი დატოვა. ეს მათი გადასაწყვეტია.

ყველა ადამიანი, ვინც ამ არჩევნებს აკვირდებოდა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები, სტრატეგიული მოკავშირეები, ერთხმად აღიარებენ, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, თავისუფალი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ოღონდაც, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა არჩევნებს, ნებისმიერ ქვეყანაში, ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს. დაუბალანსებლობა გაყალბებას არ ნიშნავს! ყველა ოქმს თან ახლავს შესწორების ოქმი და თუ რამე ტექნიკური გადაცდენა იყო, ყველაფერი გასწორდა. ეს არის ის, რითაც ოპოზიცია, ჩიხში ჩაყენებული, თავის დაძვრენას ცდილობს. ეს არის ხელოვნურად შექმნილი, სხვისგან ნაკარნახევი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ხალხს კარგად ახსოვს, არჩევნების მიმდინარეობისას, დღის 12 საათზე უკვე საპროტესტო აქცია რომ დაგეგმეს. ყველა საღად მოაზროვნემ იცის, რომ ეს ოპოზიცია დესტრუქციულია. ის სახელმწიფოს ებრძვის, რადგან საქართველოს ასეთი ხარისხით განვითარება ერთადერთ ქვეყანას არ აძლევს ხელს - ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთს და, ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიცია რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს. გააგრძელეთ კითხვა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მისი პირმშო, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

"ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში, როგორც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება - ეს მოხდება ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია" - სააკაშვილი