ავტორი:

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, "საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით, მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბილეთების შეძენა დღეიდან ონლაინ არის შესაძლებელი, სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება.

,,ბილეთების შეძენა შეგიძლიათ "საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდის მეშვეობით: www.railway.ge ან აპლიკაციის მეშვეობით. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია: https://applk.io/georgianrailway. ასევე "საქართველოს რკინიგზის" პარტნიორი ვებ-გვერდებიდან: www.tkt.ge; www.biletebi.ge; www.matarebeli.ge;

შეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

მატარებლების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ გრაფიკებში. საქართველოს რკინიგზა ჯანმრთელობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

რაჭა-ლეჩხუმში უკვე 80 მიტოვებული სახლი გაიყიდა - რატომ გაორმაგდა სახლების ფასი?

ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე