ავტორი:

25-27 დეკემბერს "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - რა ბრძანება გასცა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ

25-27 დეკემბერს "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - რა ბრძანება გასცა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ

"ენგურჰესის" ჯვარის წყალსაცავში წყლის დონე 25-27 დეკემბერს სრულად ამოიწურება. ამის შესახებ „სპუტნიკის“ ინფორმაციით, „ჩერნომორენერგოში“ გამართულ თათბირზე სადისპეჩერო სამსახურის ხელმძღვანელმა გურამ ჯაჯაიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ენგურჰესის ჯვარის წყალსაცავში წყლის დაბალი დონე შეინიშნება, რომელიც ახლოა კრიტიკულ ზღვართან.

„9 დეკემბრის მონაცემებით, წყლის დონე ზღვის დონიდან 443 მეტრს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ დღე-ღამეში, დაახლოებით, ათი მილიონი კილოვატსაათის მოხმარების შედეგად, ეს დონე სრულად ამოიწურება 25-27 დეკემბერს; ანუ "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს 25-27 დეკემბერს გადავსების გარეშე“, - განაცხადა ჯაჯაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ გადავსება ამ დროისთვის არ ხდება, მაგრამ ყველა მონაცემები "ენგურჰესის" ჯვრის წყალსაცავთან დაკავშირებით გადაცემული აქვს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს.

როგორ უნდა შეავსოთ განცხადება 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად - ვიდეოინსტრუქცია

შემოსავლების სამსახური 300-ლარიან კომპენსაციებზე განმარტებას ავრცელებს

"ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ" - პრემიერი ბიუჯეტის მიზნებსა და ბიზნესისა და სოციალური მხარდაჭერის მე-4 ტალღაზე