ავტორი:

"შოკში ვართ, ამას არ ველოდით" - თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები კობალაძისა და ხუსკივაძის პირველი კომენტარები გათავისუფლების შემდეგ

"შოკში ვართ, ამას არ ველოდით" - თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები კობალაძისა და ხუსკივაძის პირველი კომენტარები გათავისუფლების შემდეგ

შემიძლია გითხრათ, რომ გაკვირვებული ვარ, - ამის შესახებ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულმა აკაკი კობალაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კობალაძემ აღნიშნა, ის გათავისუფლებას არ ელოდა.

„შემიძლია გითხრათ, რომ გაკვირვებული ვარ, საერთოდ, დილას სხდომა ჩვენი თანხმობის გარეშე „ზუმის“ პროგრამით და ვიდეოთვალით უნდა ჩატარებულიყო, ადვოკატების დიდი შრომით, სხვათა შორის, ციხის ადმინისტრაციაც ჩაერთო, და უთხრა, სხვანაირად თუ გნებავთ, პროცესები დარბაზში უნდა გადასულიყო. გაოგნებული ვარ, ერთი პროცენტით არ დამიშვია, ჩემი და აკაკი ხუსკივაძის დაჭერა მარკესის „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკების“ მსგავსი იყო, ჯერ ხდებოდა პოლიტიკოსების მიერ დაანონსება, თუ რა უნდა მომხდარიყო და შემდეგ ასრულებდნენ სამართალდამცავები.

ჩვენს გულშემატკივრებს დიდ მადლობას გადავუხდი. პრესის, ჩემი ადვოკატების და ჩემი მეგობრების, რომლებიც ამ ყველაფერს ასაჯაროვებდნენ, მოხდა ჩვენი გარეთ გამოსვლა“, - განაცხადა კობალაძემ.

რაც შეეხება, აკაკი ხუსკივაძეს, მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო. როგორც ხუსკივაძემ განაცხადა, მისი და მისი მეგობრის დაკავება პოლიტიკას უკავშირდება.

„სიმართლე გითხრათ, შოკში ვართ, არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას... დღეს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ქრთამის მიცემის და მოსყიდვის მიზნით, რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს - თეოდორე გობეჯიშვილს, პირველ რიგში ოჯახს მივუსამძიმრე მისი გარდაცვალების შესახებ, ეს საქმეში აღარ ფიგურირებს, აბსოლუტურად სხვა საქმე მიმდინარეობს.

მე პირდაპირ გეტყვით, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკური მოტივიდან გამომდინარე, ვინაიდან, 6 ნოემბერს, 19:00 საათზე, გამოვედით „მთავარის“ ეთერში, სადაც დავასახელეთ 13 გაყალბების მეთოდი, თუ როგორ გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები. იქიდან 24 საათიც არ გასულა, ჩვენ უკვე საპატიმროსკენ მიმავალ გზაზე ვიყავით“, - განაცხადა ხუსკივაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს.

"არსებობდა ვარაუდი, რომ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა ნივთები" - შსს ბიძინა ესებუას დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს

პოლიციამ თბილისში, ხმის ჩამწერი სტუდიის - შპს "ინ და ჰაუსის" სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერა