ავტორი:

"დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში, ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება" - ირაკლი კობახიძე

"დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში, ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება" - ირაკლი კობახიძე

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში, ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, არაჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ადგილი პარლამენტსა და ქართულ პოლიტიკაში არ არის.

"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს შედგება მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება ახალი 4- წლიანი პოლიტიკური ციკლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში, ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება.

მნიშვენლოვანია ის, რომ, საბოლოო ჯამში, გაივლო ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციას შორის. არაჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ადგილი პარლამენტსა და ქართულ პოლიტიკაში არ არის. ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უნდა მიეცეთ იმის შანსი, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა კობახიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"