პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს. ყველა ის პირი, ვინც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია.
ამ მომენტიდან უფლებამოსილება შეუწდა წინა მოწვევის პარლამენტს.
პარლამენტის სრული შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წეევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.
ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.
ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვეს „ვფიცავ“, რის შემდეგაც შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.